ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებანატოს ქვეყნები რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდნენ - Reuters

ნატოს ქვეყნები რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდნენ – Reuters

ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ გეგმაზე, თუ როგორ მოიქცნენ აგრესორი ქვეყნის პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში. ამის შესახებ Reuters ხუთ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ათწლეულების განმავლობასი ნატო ვერ ხედავდა ფართომასშტაბიანი თავდაცვის გეგმების საჭიროებას. ალიანსი მხოლოდ მცირე ომებს აწარმოებდა ავღანეთსა და ერაყში და არ გრძნობდა, რომ პოსტსაბჭოთა რუსეთი რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა.

Reuters აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, ნატოს სურს მოსკოვთან კონფლიქტის შემთხვევაში გეგმა ჰქონდეს. ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ასეთი ინიციატივები თურქეთმა დაბლოკა, მაგრამ მას კომპრომისზე წასვლა მოუხდა.

ალიანსის ხელმძღვანელობა რეგიონული გეგმების გამოკვეთისას ქვეყნებს უხელმძღვანელებს, თუ როგორ მოახდინონ თავიანთი ძალებისა და ლოგისტიკის მოდერნიზება. ეს იქნება ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ბლოკის ლიდერებს სურთ შეთანხმდნენ ალიანსის წევრებისგან თავდაცვის კომპლექსისთვის ეროვნული მშპ-ს მინიმუმ 2%-ის გამოყოფის მოთხოვნაზე.

ნატოს ოფიციალური პირების შეფასებით, გეგმების სრულად განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება, თუმცა ისინი ხაზს უსვამენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ალიანსს შეუძლია “დაუყოვნებლივ ჩაერთოს ბრძოლაში.”

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა