კვირა, აპრილი 28, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაექსკლუზივი: ფაქტები, კადრები, ხმები - როგორ აქციეს სუსის თანამშრომლები რუსული ქორწილების დარაჯებად

ექსკლუზივი: ფაქტები, კადრები, ხმები – როგორ აქციეს სუსის თანამშრომლები რუსული ქორწილების დარაჯებად

როგორ დარაჯობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ჩამოსულ რუსულ ელიტას – “შაბათის ეთერმა” სუს-იდან გამოჟონილი, მორიგი მტკიცებულება გაასაჯაროვა. 

“ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ყველაზე დაცული სისტემიდან მოიპოვა ვიდეო-ფაილები, სუს-ის თანამშრომლების ერთმანეთთან ლაპარაკის ჩანაწერები და მათი მესინჯები. 

“შაბათის ეთერის” ხელშია მტკიცებულებების ორი პაკეტი:

  • პირველი ჩანაწერები 2021 წლის 18-20 ივნისით თარიღდება.
  • მეორე ჩანაწერში სრული ქრონომეტრაჟით არის გაშიფრული სქემა, როგორ და ვისი მონაწილეობით გააპარეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილი საქართველოდან 2023 წელს.   

“შაბათის ეთერმა” მოიპოვა სპეცსამსახურების ყველა იმ თანამშრომლის ვინაობა, რომლებიც რუსი მექორწილეების თვალთვალში მონაწილეობდნენ. 

ამასთან “ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სუს-იდან მიიღეს სარწმუნო ონფორმაცია და დაადგინეს ისიც, რომ რუსეთის სანქცირებული საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი, ეკატერინე ვინიკუროვა  Kvareli Like Resort-იდან 20 მაისის დილას გაიყვანეს. 

  • კერძოდ:  ინფორმირებული წყარო, გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს უყვება, რომ 20 მაისის დილას, 08:45 წუთზე, როდესაც ყვარლის სასტუმროსთან ხალხი ლავროვის ქალიშვილის ვიზიტს აპროტესტებდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო გასასვლელთან, ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეიზის პრეზიდენტის თამაზ გაიაშვილის კუთვნილი ავტომობილი გამოჩნდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, რომელიც ე.წ. სამთავრობო გასასვლელს აკონტროლებს და რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი ხელმძღვანელობს, აირზენას შეფის მანქანა უპრობლემოდ გაატარა. კონფიდენტის ცნობით, ავტომობილში სერგეი ლავროვის ქალიშვილი ეკატერინა ვინუკუროვა და სიძე ალექსანდრ ვინუკუროვი ისხნდნენ. 

“შაბათის ეთერის კონფიდენტის მტკიცებით, 20 მაისს, დილას კამერები გათიშეს, რომ შემთხვევით ლავროვის ქალიშვილის სამთავრობო დარბაზში შესვლა ვინმეს არ დაეფიქსირებინა. 

“ტვ პირველისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, დილის 9 საათისთვის სამთავრობო ტერმინალის ტერიტორიაზე შესული ლავროვის ქალიშვილი და სიძე ამ სივრცეში 12 საათამდე დარჩნენ, ვიდრე მათი რეისი დუბაის მიმართულებით არ შესრულდა. მთელი ეს დრო ისინი უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილ დარბაზში ჰყავდათ, შემდეგ თვითმფრინავამდე ისევ მანქანით მიიყვანეს.

ქართული სპეცსამსახური რუსული ელიტის გართობის სამსახურში – მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა