მთავარიპოლიტიკაგაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის (AoB) შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება”.

წერილის თანაავტორები არიან: დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო და ლატვია, ასევე უშიშროების საბჭოს მომავალი წევრები — ავსტრია და პორტუგალია.

“რუსეთის აგრესიიდან და საქართველოს სუვერენული ტერიტორიების — აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების — უკანონო ოკუპაციიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეჭრამ საქართველოში ნათლად აჩვენა მისი მეზობლების მიმართ გაცილებით უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი. რუსეთმა ეს კურსი განაგრძო უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და უსაფუძვლო აგრესიით, ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართ დაუფიქრებელი და სახიფათო ქმედებებით.

მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას, გაერო-ს წესდების დარღვევით საქართველოს ტერიტორიაზე მისი უკანონო სამხედრო ყოფნის გაგრძელებას, საქართველოს ორ რეგიონზე ფაქტობრივი კონტროლის განხორციელებასა და მათ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. მათ შორისაა ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების გაფორმება, განსაკუთრებით 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი ე.წ. “მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება”, მისი დაუყოვნებლივი განხორციელების დაწყება, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ხელმძღვანელად რუსეთის მოქალაქის დანიშვნა, საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის გადაცემა და უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარება.

მივესალმებით ნაუროს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, რომელმაც ეს წარმონაქმნები აღიარა ან მათთან ურთიერთობა დაამყარა, მიჰყვეს ამ მაგალითს და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის განგრძობად პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და საქართველოს ორი რეგიონის მილიტარიზაციას. მათ შორისაა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებები და გატაცებები, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება, მავთულხლართების აღმართვა, ასევე რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის უკანონო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირების დამყარება.

ასევე ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების — დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიასა და ირაკლი კვარაცხელიას — მკვლელობებს. ამ დანაშაულების ჩამდენები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ და პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

…კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ვიმეორებთ ჩვენს 18 წლის წინ გაჟღერებულ მოწოდებას, რომ რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და ორივე რეგიონში დაუშვას საერთაშორისო უფლებადამცველი და ჰუმანიტარული ორგანიზაციები.

დასასრულს, ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე”, — წერია განცხადებაში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

„საქართველოს არყოფნა 2026 წლის ნატოს სამიტზე იზოლაციის შესახებ დებატებს აძლიერებს“ — რას კარგავს საქართველო – მოკლე ანალიზი

ავტორი: მარკ თემნიცკიForbes-ის უფროსი კონტრიბუტორი გასულ თვეში ათობით სახელმწიფოს მეთაური, თავდაცვის მინისტრი, პოლიტიკის შემმუშავებელი და თავდაცვის სფეროს ექსპერტი 2026 წლის ნატოს სამიტისთვის ანკარაში ჩავიდა. ორდღიანი...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა