ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაროგორ დაეხმარება შვედეთის NATO-ში შესვლა ალიანს

როგორ დაეხმარება შვედეთის NATO-ში შესვლა ალიანს

🔴 როგორ დაეხმარება შვედეთის NATO-ში შესვლა ალიანს:
✅NATO უკვე სრულად აკონტროლებს მთელ ბალტიის ზღვას, ახლა რუსეთის სავაჭრო და სამხედრო საზღვაო ფლოტის მარშრუტები ალიანსის შიდა ტერიტორიაზე გადის

✅შვედეთის ალიანსში შესვლით NATO-ს გაუმარტივდება ბალტიის ქვეყნების დაცვა

✅შვედეთის კუნძული გოტლანდი, რომელიც ბალტიის ზღვის დაუძირავ ავიამზიდადაა მიჩნეული, ალიანსს საშუალებას მისცემს სრული კონტროლი აიღოს ბალტიის ზღვის თავზე მდებარე საჰაერო სივრცეზე და გააკონტროლებს გადაადგილების მარშრუტებს.

✅შვედეთის NATO-ში შესვლით კალინინგრადის ანკლავი განწირულია რუსეთთან პოტენციური დაპირისპირების შემთხვევაში.

✅მარტივდება ლოჯისტიკა სკანდინავიის ნახევარკუნძულზე, რადგან NATO-ს საშუალება ეძლევა შვედეთის რკინიგზების გამოყენებით უმოკლეს დროში გადაისროლოს ფინეთში სამხედრო ტვირთები და ჯარები

✅NATO-ზე იმუშავებს შვედეთის მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო სამხედრო სამრეწველო კომპლექსი – დაწყებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაწყებული გამანადგურებლებით და წყალქვეშა ნავებით დამთავრებული.

✅შეიარაღების მარაგებით შვედეთი NATO-ს ქვეყნების პირველ ათეულში შედის, ხოლო ჯავშანმანქანების რაოდენობით მე-5 ადგილზეა ალიანსში, რითაც უსწრებს გერმანიას და დიდ ბრიტანეთს.

ვლადიმერ პუტინის ტუჩებზე სიტყვები შეეყინა, როცა დაიფიცა, რომ არ დაუშვებდა რუსეთის სიახლოვეს NATO-ს საზღვრებს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

გერმანია: საქართველო არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს და უფრო მეტად შორდება ევროპულ მისწრაფებას

საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს განცხადებას, რომელიც გერმანიამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემოწმების პროცედურის (UPR) ფარგლებში საქართველოს შესახებ განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გერმანია ძალიან შეშფოთებულია საქართველოში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა