მთავარიპოლიტიკააშშ, 60-ზე მეტ პირს, მათ შორის "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის...

აშშ, 60-ზე მეტ პირს, მათ შორის “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აშშ, 60-ზე მეტ პირს, მათ შორის “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვებს უწესებს – განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აკეთებს.

“…სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით 60-ზე მეტ ქართველს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე არიან პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები. ისინი არიან ხელისუფლების წევრები და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, კორუფციულ პრაქტიკაში ჩართული ბიზნეს ლიდერები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში. ასევე, პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში”, – განაცხადა ბლინკენმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის (AoB) შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა