მთავარიპოლიტიკამიმდინარე წელი იქნება ძალიან სერიოზული ტესტი ქართული დემოკრატიისთვის - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი,...

მიმდინარე წელი იქნება ძალიან სერიოზული ტესტი ქართული დემოკრატიისთვის – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, მიმდინარე წელი იქნება ძალიან სერიოზული ტესტი ქართული დემოკრატიისთვის.

ამის შესახებ მან ბრიუსელში, საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მიმდინარე წელი იქნება ძალიან სერიოზული ტესტი ქართული დემოკრატიისთვის. მე ევროკავშირის ელექტორალურ პროცესსაც გავუსვამ ხაზს და ჩვენ ვაკვირდებით საარჩევნო რეფორმას, რომელიც მიმდინარეობს და უნდა დაასრულოთ. უნდა მოგიწოდოთ, რომ დაასრულოთ ეს პროცესი ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციების თვალსაზრისით, რომ ჩატარდეს სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები.

ჩვენ გვყავს წარმომადგენელი რეგიონიდან, ჩვენ ევროკავშირის მონიტორინგის მისია გაგავაჩნია. ეს გახლავთ ყველაზე ხანგრძლივი მისია რეგიონში ჩვენი მხრიდან. ისინი მნიშვნელოვან სამუშაოებს ახორციელებენ ყოველდღიურად თქვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ მასიურად გავაძლიერეთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობა საქართველოში, ევროპის სამშვიდობო, ფინანსური ხაზის თვალსაზრისით”, – აღნიშნა მან.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის (AoB) შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა