კვირა, აპრილი 28, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაNATO-მ მის მიერ მიღებული სტრატეგიული კონცეფცია, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად...

NATO-მ მის მიერ მიღებული სტრატეგიული კონცეფცია, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად აღიარა

NATO-მ მის მიერ მიღებულ სტრატეგიული კონცეფციას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად განიხილავს. შესაბამისი კომენტარი Europetime-თან ინტერვიუში გააკეთა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა.

  • შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კიდევ ერთი აქტუალური თემაა, რომელმაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აშშ-მ ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა. ალიანსს როგორ წარმოუდგენია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არსებული კონტექსტის გათვალისწინებით? ვინიკოვმა Europetime-ის ამ შეკითხვას უპასუხა.

„ეს სტრატეგიული კონცეფცია ფუნდამენტური დოკუმენტია NATO-სთვის, ეს არის მეორე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ.

ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში კი, შავი ზღვის რეგიონი მოხსენიებულია, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, NATO-ს განლაგება შავ ზღვაზე და მის გარშემო მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ რეგიონში ჩვენ გვყავს სამი წევრი ქვეყანა და ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი – უკრაინა და საქართველო.

ამდენად, ვმასპინძლობთ პორტში ვიზიტებს, გვყავს გემები, თვითმფრინავები, ვაწარმოებთ მეტი ინფორმაციის გაცვლას. ასე რომ, ჩვენი ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში იზრდება და მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდება.


ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება

1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად შეიქმნა ალიანსი (NATO), რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წესდების 51-ე მუხლით განსაზღვრული კოლექტიური თავდაცვის განხორციელებას.

ხელის მოწერის დადასტურებით წევრი ქვეყნები მიისწრაფიან ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისკენ, აგრეთვე დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე ხალხთა თავისუფალი განვითარებისკენ. დოკუმენტს ასევე ეწოდება „ვაშინგტონის ხელშეკრულებად“.

ხელშეკრულების მიხედვით, NATO-ს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა გარეშე აგრესიისგან. ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად, რაც ვაშინგტონის ხელშეკრულების V მუხლით არის გათვალისწინებული.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა