სამშაბათი, აპრილი 30, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაევროპარლამენტარების ერთობლივი უმკაცრესი წერილი საქართველოს ხელისუფლებას რუსულ კანონზე

ევროპარლამენტარების ერთობლივი უმკაცრესი წერილი საქართველოს ხელისუფლებას რუსულ კანონზე

“ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელმომწერი წევრები, ღრმად ვწუხვართ და ვეწინააღმდეგებით მმართველი პარტია “ქართული ოცნების” განზრახვას, ხელახლა დაარეგისტრიროს პარლამენტში კანონი “უცხოელი აგენტების შესახებ”, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ კატეგორიულად უარყო გასული წლის საპროტესტო აქციების დროს.

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა იმ პირობით, რომ კომისიის მიერ გამოვლენილი შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. შემოთავაზებული კანონით “უცხოური აგენტების შესახებ”, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, ირღვევა ამ ნაბიჯებიდან მინიმუმ ორი: ნაბიჯი 9, რომელიც მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში და ნაბიჯი 1, რომელიც მოითხოვს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს პოზიციას, რომ კანონი “უცხოური აგენტების” ან “გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს პროევროპულ გზას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ევროკავშირის პრაქტიკა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის მედიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ, ნაცვლად რუსეთისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკისა, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის გაკონტროლებას, რეპრესიას და საბოლოოდ გაუქმებას.

ევროკავშირი წელიწადში საშუალოდ 100 მილიონ ევროზე მეტ ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს. ჩვენი დახმარება მიმართულია საქართველოს დასახმარებლად ძირითადი პროევროპული რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ხარისხიანი საჯარო მომსახურებების უზრუნველყოფაზე. კანონი “უცხოური აგენტების” ან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ასახელებს როგორც “უცხოეთის აგენტებს” და “სახელმწიფოს მტრებს”, თუ ისინი მიიღებენ ევროკავშირისგან დაფინანსებას ისე, როგორც საქართველოს მთავრობა იღებს მსგავსი საქმიანობისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, არ მოახდინოს ამ კანონის რეინიცირება და ამის ნაცვლად განახორციელოს ინვესტიცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიურ ურთიერთობაში, რომელიც, როგორც დადასტურდა, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია რეფორმების მონიტორინგისა და განხორციელების მხარდაჭერის საქმეში, რაც საბოლოოდ გამოიწვევს საქართველოს ინტეგრაციას ევროპის კავშირში.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად უზრუნველყოს საკუთარი შეფასების გამოქვეყნება. ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას შესაძლოა მოუწიოს გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებზე დაბრუნება.

საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირის ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დაცვით” | ნათქვამია წერილში

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა