მთავარიეკონომიკასაქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 მლრდ დოლარს აჭარბებს

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 მლრდ დოლარს აჭარბებს

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 758,842 მლნ დოლარით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი, 12,046 მლნ დოლარით შემცირდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.440 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 22.830 მლრდ ლარს გადააჭარბა.

2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 7.681 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 21.323 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2023 წლის სექტემბრის მონაცემებს, სახელმწიფო საგარეო ვალი 8.452 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 22.639 მლრდ ლარს შეადგენდა.

2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, EIB -ს მიმართ ვალი – 967.536 მლნ დოლარს; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი – 1.468 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი – 2.133 მლრდ დოლარს აჭარბებს.

წყარო: guriismoambe.com

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რატომ დაგვცინის მსოფლიო? – კობახიძე „გლობალური ომის პარტიასა“ და „დიფ სთეითზე“ : მათზე ღიად საუბარი საკმაოდ სახიფათოა, ამიტომ არ ვაკონკრეტებთ

მათზე ღიად საუბარი საკმაოდ სახიფათოა, ამიტომ ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ, როცა არ ვაკონკრეტებთ - კობახიძე „გლობალური ომის პარტიაზე“. „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ირლანდიაში, „საერთაშორისო...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა