ორშაბათი, დეკემბერი 8, 2025
Google search engine
მთავარისაზოგადოება"საქართველოში დღეის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ თანამოქალაქეს მინიმუმ 1 სესხი მაინც აქვს......

“საქართველოში დღეის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ თანამოქალაქეს მინიმუმ 1 სესხი მაინც აქვს… დაახლოებით 370 000 ადამიანი ვერ იხდის სესხს, ყოველ მეხუთეს ვადაგადაცილება აქვს” | “საზოგადოება და ბანკები”

“საზოგადოება და ბანკები” ინფორმაციით, ამ წლის მარტის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ თანამოქალაქეს მინიმუმ 1 სესხი მაინც აქვს – იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ლომბარდი.

“საზოგადოება და ბანკებმა” “კრედიტინფო საქართველოს” მონაცემები მიმოიხილა:

  • ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება.
  • დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს. ანუ მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ 1 პრობლემური კრედიტი მაინც, ზოგს რამდენიმეც.
  • ამ სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია არასაბანკო სუბიექტებში, ძირითადად სესხის ამომღებ კომპანიებში.
  • ფიზიკური პირების ჯამური, პრობლემური დავალიანება 2.7 მილიარდ ლარზე მეტია.
  • თუ ტენდენციას დავაკვირდებით, წლიდან წლამდე პრობლემური სესხების და ჭარბვალიანი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება.

“ეს მონაცემები ყველაზე კარგად აჩვენებს, თუ როგორი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. როდესაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 20% ე.წ. შავ სიაშია”, – წერია ინფორმაციაში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

დაასანქცირეთ! – ევროპარლამენტარები “ოცნების” წინააღმდეგ ლუკაშენკოს რეჟიმის ანალოგიური სანქციების ამოქმედებას ითხოვენ

https://www.youtube.com/watch?v=HJv7UCQWPf8 ევროპარლამენტარები ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავენ მოთხოვნით, რომ „ქართულ ოცნებას“ იგივე ტიპის სანქციები დაუწესდეს, რასაც ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს უწესებს. მათი თქმით, არსებობს სერიოზული...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა