სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკააშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: ჩვენ ერთად ვდგავართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური...

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: ჩვენ ერთად ვდგავართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. შესაბამისი წერილი საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის Facebook გვერდზე გავრცელდა.

„ამერიკელი ხალხის სახელით, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს თქვენ და ქართველ ხალხს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა ხელს უწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებას რეგიონსა და მთელ მსოფლიოში.

ორივე ქვეყნის ხალხების მდგრადი და მტკიცე ურთიერთობა ეფუძნება ჩვენს მჭიდრო კავშირებსა და საერთო ღირებულებებს – მათ შორის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას.

ჩვენ ერთად ვდგავართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში.

შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და განაგრძობს დგომას რუსეთის აგრესიის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტის გაღვივების მცდელობების წინააღმდეგ. მომდევნო წლებში, მოუთმენლად ველი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, ჩვენი ხალხების უფრო უსაფრთხო, წარმატებული მომავლისთვის“, – ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

EU რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანასაც განიხილავს – სამუშაო დოკუმენტი

ევროკავშირმა კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაზეა საუბარი .  დოკუმენტი "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა. მასში ასახულია, თუ რა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა