მთავარიმსოფლიოაშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: პუტინმა ომი წააგო, უკრაინა ნატოში იქნება

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: პუტინმა ომი წააგო, უკრაინა ნატოში იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გაწევრიანება ნატოში, სანამ ომი მიმდინარეობს შეუძლებელია, თუმცა მომავალში უკრაინა ალიანსში იქნება. 

ამის შესახებ ბაიდენმა ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ბაიდენის თქმით, უკრაინის ალიანსში დაუყოვნებლივ მიღება ნატოს ფუძემდებლური პრინციპებიდან გამომდინარე მესამე მსოფლიო ომის მდგომარეობაში გადასვლის ტოლფასი იქნებოდა. 

“დღეს აღარ დგას საკითხი გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი, არამედ დგას საკითხი თუ როდის გახდება უკრაინა ნატოს წევრი”,- განაცხადა ბაიდენმა. 

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინმა უკვე წააგო ომი და მან არ იცის რა გააკეთოს ამ ყველაფრის დასასრულებლად – “მას შეუძლია ომი ხვალ დაასრულოს, მას შეუძლია თქვას: მე გავდივარ, მისთვის არ არსებობს ამ ომში გამარჯვების შანსი.”

გარდა ამისა, ბაიდენის თქმით, რუსეთს არ აქვს რესურსები და შესაძლებლობა ომი უსასრულოდ გააგრძელოს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოზე: დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლა, კონკურენციის არარსებობა, აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება

სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი. პირველ აპრილს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა