ძალიან მარტივად გახდა რუსი ოლიგარქის უახლოესი გეგმები ამოსაცნობი! – ბევრს ეგონა დღევანდელ დღემდე არ მივიდოდით, ახლა რა მოხდება გარდაუვლად თუ…!

1. საქართველოს სრული იზოლაცია ცივილიზებული სამყაროდან, ძალაუფლების და ტოტალური ძარცვის შესანარჩუნებლად;
2. რეფერენდუმის ჩატარება ორ საკითხზე:
ა) საქართველოს ნეიტრალიტეტი;
ბ) საქართველოს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის (ეს მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალებს, რომ მიიღონ „ყველა ზომა“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.) ამოღება;
3. ტოტალიტარული რეჟიმის შესანარჩუნებლად ტირანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ორ საკითხს:
ა) განათლების სისტემის მიზანმიმართული ნგრევა, ქვეყანაში ტოტალური გაუნათლებლობა, რაც რეჟიმის შენარჩუნების ხერხემალია;
ბ) ქვეყნის მოსახლეობის 99%-ის ტოტალური გაღატაკება (სოციალურად დაუცველად ქცევა), მხოლოდ ერთ კაცზე მათი ბედის ჩამოკიდება, რაც ასევე რეჟიმის შენარჩუნების ხერხემალია;
4. ავტორიტარული ან ავტოკრატიული წყობის შენახვა ძვირი ჯდება ამიტომ ტირანი, მისაკუთრებულ ქვეყანაში ახალი ჰიბრიდის ქმნის, დიქტატორულ-ტოტალიტარული რეჟიმის გასამყარებლად მუდმივად ახორციელებს რეპრესიებს (ძალადობა, წამება, ციხეში ჩასმა და ა.შ.), ზოგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ფატალური შედეგით მთავრდება, ქვეყნიდან აიძულებს ყველა მის კრიტიკოსს წასვლას, მოსახლეობას ამყოფებს მუდმივი შიშის, ფსიქოლოგიური წნეხის პირობებში, მიზანმიმართული პროპაგანდით ხდის ბრძოლის უნარდაკარგულს, დაჩმორებულს;
5. როგორც წესი, ეს ტირანიული სისტემა ყველა მისი მოწინააღმდეგის განადგურების შემდგომ იწყებს საკუთარი მომხრეების ჭამას, სასტიკი მეთოდებით და ყველას დასანახად თუ რა ელის მათი ბატონის სულ ცოტა დაუმორჩილებელს, ან ბატონისგან განსხვავებული აზრის მქონეს, ან სულაც სხვისი შიშის დასათესად სრულიადაც უმიზეზოდ დასაჯოს;

6. ასეთი რეჟიმის ჩაკეტილ ქვეყანაში ადამიანის ფანტაზიისთვისაც კი წარმოუდგენელი სისასტიკე და ჩაგვრა თუ ყველაზე ბრუტალური მეთოდებითაც კი არის შესაძლებელი ყველასთვის და ყველაფრის გაკეთება;
7. როგორც წესი ასეთ დონემდე ქვეყნის და მისი მოსახლეობის მიყვანა რეჟიმების სპეცსამსახურებში უკვე შექმნილ-დამუშავებული მეთოდია, რასაც ტირანები სათავისოდ ირგებენ.
დღევანდელი ყველა პროცესი, რომელიც ასე სწრაფად და თანმიმდევრულად ვითარდება მხოლოდ ერთ ფაქტზე მიუთითებს, ამ ყველაფრის მთავარი ავტორი არის ოკუპანტი რუსეთი, მისი სპეცსამსახურები და საქართველოში მათი სრულად მმართული ტექნიკური მუშაკები არალეგიტიმური ხელისუფლებისა და რუსი ოლიგარქის მიერ.
შენიშვნა: გასაგებია, რომ მკითხველისთვის ეს ყველაფერი შიშის მომგვრელია თუმცა თუ გადახედავთ მოვლენები რეჟიმის სისასტიკისკენ, მათი მიღებული კანონები და ა.შ. როგორ და რა სისწრაფით ვითარდება ეს ყველაფერი სრულიად და მალე შედეგად დადგომას სრულად შესაძლებელია.
P.S. ამ ყველაფრის შესაჩერებლად დრო ძალიან ცოტაა, ძალიან ცოტა!!!
წერს სოციალურ ქსელში, ბექა ბეგთაბეგი










