მთავარისაზოგადოებააკა მორჩილაძე: “ამ მოგონილ ქვეყანას არაფერი სცხია ვეფხისტყაოსნის…”

აკა მორჩილაძე: “ამ მოგონილ ქვეყანას არაფერი სცხია ვეფხისტყაოსნის…”

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი აკა მორჩილაძე თავის ნაწარმოებებში წერს იმ პრობლემებსა და სატკივარზე, რომლებიც მისთვის უმნიშვნელოვანესია.

“არტ ინფო” აკა მორჩილაძის შემოქმედებიდან მცირე ამონარიდს გთავაზობთ, რომელიც დღევანდელ საქართველოს ყველაზე მეტად მიესადაგება:

“ამ მოგონილ ქვეყანას არაფერი სცხია ვეფხისტყაოსნის, არც იმ საბრალო ილია ჭავჭავაძის, რომელსაც, როცა არ დაეზარებათ, მაშინ შეანჯღრევენ ხოლმე, არც მიხა ხელაშვილის, არც სხვა ვინმესი, ვინც მიყვარს და ვაფასებ.

ამ ქვეყანას მოუკლეს ავთანდილები, მეგობრის დასახმარებლად წასული ბიჭები, ამ ქვეყანას მოუკლეს ტარიელები, მართლა შეყვარებული ბიჭები, ამ ქვეყანას არც თინათინები დაუტოვეს და არც ნესტან დარეჯანები.

ერთი კოშკში გამოკეტილი ქალიც კი არ შეარჩინეს, რათა რომელიმე რაინდი მის გათავისუფლებას ცდილიყო. თუ ქალი არ არის, რაინდი საიდანღა მოვა?”

წყარო: Artinfo.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის კრახი?“ — ვინ და რატომ შექმნა თურქეთში „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი“?

„ეს ამბავი ცალსახად მიანიშნებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სერიოზულ ჩავარდნაზე თურქეთის მიმართულებით“, - ეუბნებიან ექსპერტები რადიო თავისუფლებას. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შვიდი თურქული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ჩართულობით...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა