კვირა, იანვარი 11, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკა"გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ჩაინიშნოს ახალი არჩევნები" - "ALDE"-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

“გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ჩაინიშნოს ახალი არჩევნები” – “ALDE”-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

“დემოკრატია ალყაში – საქართველოს ევროპული გზის დასაცავად!” – ამ სახელწოდებით ALDE პარტიის საბჭომ ჰელსინკიში სრული მხარდაჭერით რეზოლუცია მიიღო.

 რეზოლუციაში ხაზგასმულია:
 • ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება ევროკავშირისა და დემოკრატიული მომავლისადმი.
 • „ქართული ოცნების“ სრული პასუხისმგებლობა დემოკრატიული უკუსვლის, 2024 წლის გაყალბებული არჩევნების, რეპრესიებისა და ანტი-ევროპული კურსის გამო.

ALDE მკაცრად გმობს:
 • ლიდერების: ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ნიკა მელიას და გივი თარგამაძის პოლიტიკურად მოტივირებულ მსჯავრს.
 • ნიკა გვარამიასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას.
 • 60-ზე მეტი აქტივისტის დაპატიმრებას, მშვიდობიანი აქციების დარბევასა და სიძულვილის კამპანიებს ევროკავშირის წინააღმდეგ.
 • ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას: „უცხოელი აგენტების“ და „მემკვიდრე პარტიების“ შესახებ კანონებს, რომლებიც ითრგუნავენ მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პლურალიზმის თავისუფლებებს.

ALDE მოითხოვს:
 • ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას.
 • 2025 წლის ბოლომდე ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
 • ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებას.
 • მიზნობრივი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილსა და მის კლანზე.
 • ALDE-ს წევრი პარტიების წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ კონტაქტი „ქართული ოცნების“ რეჟიმთან.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

44 სანქცირებული მოსამართლე (ჯამში 47) — „ოცნების“ მართლმსაჯულების მიღწევა 2025 წელს

დასავლეთის ქვეყნებმა 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელი და მოკავშირე დაასანქცირეს. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც „ოცნების“ რეპრესიების ფარგლებში განსჯიდნენ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა