მთავარიპოლიტიკაგიორგი ამილახვარი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა

გიორგი ამილახვარი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე როგორც განათლების, ასევე მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, ქართული და ლატვიური უნივერსიტეტების დაახლოებაზე იმსჯელეს.

„ვისაუბრეთ „ერაზმუს+“ პროგრამაში უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე, ასევე „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) პროგრამაში ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაინიცირებაზე. ჩვენთან სტუმრად ჩამოდის ლატვიის სეიმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და, შესაბამისად, დავგეგმეთ ის საკითხები, რასაც მასთან შეხვედრისას განვიხილავთ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოზე: დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლა, კონკურენციის არარსებობა, აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება

სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი. პირველ აპრილს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა