მთავარითავდაცვა-შეიარაღებაქართველი მებრძოლები პუტინის შავი სიის სათავეში - რუსეთმა ჯარისკაცებზე ძებნა გამოაცხადა

ქართველი მებრძოლები პუტინის შავი სიის სათავეში – რუსეთმა ჯარისკაცებზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები კვლავ რუსეთის  სამიზნეში არიან. ტერორისტულ რეჟიმად აღიარებული ქვეყანის საგამოძიებო კომისიამ 33 ქვეყნის 160 მოქალაქის წინააღმდეგ საქმეები აღძრა, სიის სათავეში კი ქართველი სამხედროები არიან.

კონკრეტული გვარები უცნობია, თუმცა რუსული გამოძიების არეალი მიუთითებს, რომ ოკუპანტები სამიზნე ქართული ლეგიონის ის მეთაურები არიან, რომლებიც უკრაინამ ზაპოროჟიეს დაცვისთვის დააჯილდოვა. უკუპანტ სახელმწიფოსთან ახალ ომში მყოფ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების იმედი არ აქვთ, რადგან დარწმუნებული არიან რომ ქვეყნის ხელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოსთან მათ წინააღმდეგ გაერთიანდა.

ოკუპანტი რუსეთის და რუსი ოლიგარქის სპეცსამსახურების თანამშრომლობა არაახალია და უამრავი ფაქტი მეტყველებს ქართველი მებრძოლების პირადი მონაცემების ფსბ-ს ხელში მოხვედრის, რასაც პირდაპირ სამშობლოს ღალატი და საკუთარი ქვეყნის გმირი ჯარისკაცების სიკვდილისთვის გაწირვის ტოლფასია საქართველოს კოლაბორანტი ხელისუფლების მიერ.

დევი გოლეთიანი
დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა