გოგიტა სურამელაშვილის მიმოხილვა
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ვითარების ისე წარმოჩენას, რომ მათ შეძლეს სანქციების ეფექტის განეიტრალება, რეალობაში სანქციებმა, ძლიერი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე, – ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სანქციების გავლენაზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს შვიდი მნიშვნელოვანი შედეგი.
„მოკლედ მიმოვიხილოთ შედეგები:
ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდა. სანქციების გამო, რუსეთი ძლიერ დამოკიდებული გახდა ჩინეთზე ტექნოლოგიებში, ექსპორტში, იმპორტში, საბანკო გადახდებში, რამაც ის სუსტ პოზიციაში ჩააყენა“, – წერ სურამელაშვილი.
ეკონომიკური ზრდის შენელება.2023-2024 წლებში, რუსეთი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ზრდის ტემპს — ძირითადად სამხედრო ხარჯების, სახელმწიფო შეკვეთებისა და ენერგორესურსების ექსპორტის ხარჯზე, 2025-2026 წლებში, ზრდა მკვეთრად შენელდა და უკვე სტაგნაციის ნიშნები აჩვენა.”IMF”-ის, “Reuters”-ის, “Bloomberg”-ის და სხვა ორგანიზაციების მონაცემებით, 2026 წლის ზრდის პროგნოზი, მხოლოდ 0.8% -1%-ის ფარგლებშია.
ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირება.სანქციებმა გამოიწვია “Urals”-ის ნავთობზე,, Brent-თან შედარებით, დიდი ფასდაკლება, ევროპული ბაზრის დაკარგვა, დაზღვევისა და ტრანსპორტირების ხარჯების გაძვირება, “ჩრდილოვანი ფლოტის” გამოყენების აუცილებლობა.ზოგიერთ პერიოდში, რუსული ნავთობის შემოსავლები, წლიურად, 20-დან 50%-ითაც შემცირდა.
მაღალი ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთის ზრდა.ომისა და საბიუჯეტულო ხარჯების ზრდის გამო, ინფლაცია გაიზარდა. რუსეთის ცენტრალურ ბანკს მოუწია მაღალი საპროცენტო განაკვეთების შემიღება (ზოგ პერიოდში 16-21%). ამან შეამცირა ინვესტიციები, გააძვირა სესხები და გამოიწვია კომპანიების შემოსავლების შემცირება და გაკოტრება.
ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პრობლემები გამწვავდა.სანქციებმა შეზღუდა მიკროჩიპების, ტექნოლოგიების, ავიაციის ნაწილების, დასავლური პროგრამული უზრუნველყოფისა და დანადგარების მიწოდება. შედეგად:ავიაცია და ავტომრეწველობა დაზარალდა, ტექნოლოგიური ჩამორჩენა გაიზარდა, მრავალი ინდუსტრია ჩინურ და “პარალელურ იმპორტზე” გახდა დამოკიდებული.
მუშა-ხელის დეფიციტი.ომმა და მობილიზაციამ, სამუშაო ძალა შეამცირა. გაიზარდა ხელფასები სამხედრო სექტორში, რის გამოც სხვა სექტორებში შეიქმნა კადრების მწვავე დეფიციტი. ეს განსაკუთრებით მძიმედ იგრძნობა მშენებლობის, ლოგისტიკისა და წარმოების სექტორებში.
ფინანსური სისტემის იზოლაცია.რუსეთს შეეზღუდა დასავლური კაპიტალის ბაზრებთან წვდომა, ბანკები გაითიშა SWIFT-დან, შეიქმბადოლარისა და ევროს დეფიციტი.რუსეთი გადავიდა იუანზე, რუბლით ვაჭრობაზე, ალტერნატიულ გადახდის სისტემებზე, მაგრამ ფინანსური მოქნილობა შემცირდა.










