მთავარისპორტიქართველი სპორტსმენების ტრიუმფი აბუ-დაბიში - მერაბ დვალიშვილის ელვისებური გამარჯვება და საბა ლაზიშვილის...

ქართველი სპორტსმენების ტრიუმფი აბუ-დაბიში – მერაბ დვალიშვილის ელვისებური გამარჯვება და საბა ლაზიშვილის შთამბეჭდავი დებიუტი

ტრი­უმ­ფით დას­რულ­და ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის ას­პა­რე­ზო­ბა აბუ-და­ბი­ში გა­მარ­თულ RAF-ის (Real American Freestyle) ტურ­ნირ­ზე – მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა და საბა ლა­ზიშ­ვილ­მა მე­ტო­ქე­ე­ბი და­მა­ჯე­რებ­ლად და­ა­მარ­ცხეს.

  • მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ელ­ვი­სე­ბუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ბრა­ზი­ლი­ელ მარ­ლონ მო­რა­ესს და­უ­პი­რის­პირ­და და შეხ­ვედ­რა შთამ­ბეჭ­და­ვად და­ას­რუ­ლა. ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა მე­ტო­ქე და­ა­მარ­ცხა და გა­მარ­ჯვე­ბა ჩო­ქით მო­ი­პო­ვა. შეხ­ვედ­რა და­წყე­ბი­დან 1 წუთ­სა და 30 წამ­ში დას­რულ­და.

ეს ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის მე­სა­მე გა­მარ­ჯვე­ბაა. აქამ­დე მან ჰენ­რი სე­ხუ­დო­სა და ფრენ­კი ედ­გარს მო­უ­გო.

ბრძო­ლის შემ­დეგ მე­რაბ­მა აბუ-და­ბის მთავ­რო­ბას მი­მარ­თა და უს­მან ნურ­მა­გო­მე­დო­ვი­სა და იმ პი­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სთხო­ვა, რომ­ლებ­მაც 11 ნო­ემ­ბერს აბუ-და­ბის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში თავს და­ესხნენ.

“გთხოვთ, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ ის ბი­ჭე­ბი. გთხოვთ – რად­გან, ჩვენ მებ­რძო­ლე­ბი ვართ და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მაგ­რამ მე მინ­და რომ ისი­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ” – აღ­ნიშ­ნა სპორ­ტსმენ­მა გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ.

  • საბა ლა­ზიშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­ბი­უ­ტი

შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოდ­გა საბა ლა­ზიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლაც. 21 წლის ქარ­თველ­მა მო­ჭი­და­ვემ ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი მებ­რძო­ლი იუ­რა­ია ფე­ი­ბე­რი ან­გა­რი­შით 12:7 და­ა­მარ­ცხა.

ლა­ზიშ­ვი­ლი შეხ­ვედ­რის სა­წყის ეტაპ­ზე ჩა­მორ­ჩე­ბო­და, თუმ­ცა მე­სა­მე პე­რი­ოდ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის შე­მობ­რუ­ნე­ბა შეძ­ლო. ქარ­თველ­მა მე­ტო­ქე­ზე რამ­დე­ნი­მე ეფექ­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბით ქუ­ლე­ბი და­აგ­რო­ვა და სა­ბო­ლო­ოდ გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ლა­ზიშ­ვი­ლი შოუს წამ­ყვან­თან კო­მენ­ტარს აკე­თებ­და და მხარ­დამ­ჭე­რებს მად­ლო­ბას უხ­დი­და, ამ დროს მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის მას უკან ამო­უდ­გა და ყურ­ში ჩას­ჩურ­ჩუ­ლა. წამ­ყვან­მა ჰკი­თხა საბა ლა­ზიშ­ვილს, თუ რა უთხრა მას მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა, რა­ზეც სპორ­ტსმენ­მა მი­უ­გო: “მან მი­თხრა, რომ მე გავ­ხდე­ბი მო­მა­ვალ­ში UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი”.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს საბა ლა­ზიშ­ვი­ლის დე­ბი­უ­ტი იყო RAF-ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. ის ტურ­ნი­რის მო­ნა­წი­ლე­თა სი­ა­ში ბოლო წუთს, უმარ ნურ­მა­გო­მე­დო­ვის ნაც­ვლად ჩას­ვეს.
მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ემო­ცი­ე­ბი საბა ლა­ზიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე
მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ემო­ცი­ე­ბი საბა ლა­ზიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე აბუ-და­ბი­ში მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს თავს და­ესხნენ უს­მან ნურ­მა­გო­მე­დო­ვი და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი. რა დრო­საც საბა ლა­ზიშ­ვი­ლი ჩხუბ­ში ჩა­ერ­თო, მან მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი და­იც­ვა და თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მო­ი­გე­რია.

მი­უ­ხე­და­ვად ინ­ცი­დენ­ტი­სა და მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­სა, ორი­ვე ქარ­თველ­მა ტურ­ნირ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა შეძ­ლო და გა­მარ­ჯვე­ბით და­ას­რუ­ლა გა­მოს­ვლა.

წყარო: ambebi.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველოს ევროპული მომავლის ღალატი — ბრიუსელის ნაცვლად პეკინი, თავისუფლების ნაცვლად დიქტატურები, მეგობრების ნაცვლად ოკუპანტები!

რუსი ტირანის, რუსული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი და აფერისტი მიზანმიმართულად ესხმის თავს საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ავრცელებს სიცრუეს, ამახინჯებს ფაქტებს და ცდილობს, ქართველი ხალხის თვალში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა