შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაგააპროტესტეთ ძლიერი ქვეყნების ქმედებები და იყავით სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციაში - ისლანდიის პრეზიდენტი...

გააპროტესტეთ ძლიერი ქვეყნების ქმედებები და იყავით სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციაში – ისლანდიის პრეზიდენტი ოკუპაციაზე

გააპროტესტეთ ძლიერი ქვეყნების ქმედებები და იყავით სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციაში – ასეთი განმარტება აქვს ისლანდიის პრეზიდენტს ოკუპაციაზე.

გუდნი იოჰანესონი დილიდან საკუთარი ქვეყნის მაგალითზე უხსნის “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რა უნდა გააკეთონ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

მოვინახულეთ ოძისი, ვიყავი ხაზთან, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც ადმინისტრაციული ხაზი და რომლის გადაკვეთა არ შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მის მიღმა საქართველოს ტერიტორიაა.  ეს ვითარება განსხვავდება ისლანდიისგან, ჩვენ არ გვყავს მეზობლები, რომლებიც საფრთხეს გვიქმნიან. ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია სხვების უსაფრთხოებაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მანამდე სანამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა მიმდინარეობს, თავისუფლება საფრთხის ქვეშაა მთელს ევროპაში. 

ისლანდიის მაგალითი აჩვენებს, რომ პატარა ქვეყნები არიან იმ პოზიციაში, რომ გააპროტესტონ უფრო ძლიერი ქვეყნების ქმედებები, ამას ყოველთვის ვამატებ – იყავით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა, ეს ხელს შეგიწყობთ, მოგცემთ ბერკეტს. 

საქართველო ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ თქვენ გაქვთ შესაძლებლობები, თუ ვიმოქმედებთ ერთად და დავეხმარებით ერთმანეთს, ჩვენ ყველა მოგებული დავრჩებით”- აცხადებს გუდნი იოჰანესონი.

უკვე მეორე დღეა, თბილისში რონდელის ფონდის ორგანიზებული უსაფრთხოების საერთაშორისოო კონფერენციაა იმართება. გამოცდილი დიპლომატები და მინისტრები მსჯელობენ რამდენად გამძლეა პუტინის რჟიმი და როგორ  ახერხებს რუსი დიქტატორი, სანქციების პირობებში ძალაუფლების შენარჩუნებას და ადამიანის კლავს ადამიანს. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა