კვირა, იანვარი 11, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკადიქტატორი პეკინში და დიქტატორი მოსკოვში ძალებს აერთიანებენ თბილისში პატარა დიქტატორის დასაწინაურებლად -...

დიქტატორი პეკინში და დიქტატორი მოსკოვში ძალებს აერთიანებენ თბილისში პატარა დიქტატორის დასაწინაურებლად – ჯონ ჰერბსტი

დიქტატორი პეკინში და დიქტატორი მოსკოვში ძალებს აერთიანებენ თბილისში პატარა დიქტატორის დასაწინაურებლად, – ამის შესახებ  ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამების ხელმძღვნელმა “ამერიკი ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა. ჯონ ჰერბსტი პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში რუსეთი და ჩინეთი ეხმარებიან.

შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ დიქტატორებს გართობა სურთ. დიქტატორი პეკინში და დიქტატორი მოსკოვში ძალებს აერთიანებენ თბილისში პატარა დიქტატორის დასაწინაურებლად. რასაც ისინი ამერიკის ჩარევას უწოდებენ, ქართველი ხალხის მიმართ ამერიკის მხარდაჭერაა. ხალხს კი საქართველოში ნამდვილად არ სურს ტირანიის ქვეშ ცხოვრება. ავტორიტარიზმის ხელშეწყობის მიზნით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რუსეთი და ჩინეთი ერთად მუშაობენ. არ არსებობს, როგორც ისინი უწოდებენ, ციტატა : „ამერიკის მიერ მხარდაჭერილი, პროვოციერბული რევოლუციები“, ციტატის დასასრული. არსებობს მხოლოდ ამერიკის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ ისევე, როგორც სხვა ერების მიმართ, როცა ისინი ცდილობენ, დაიცვან საკუთარი დემოკრატიული უფლებები. ახლა ჩინეთს და რუსეთს სურთ, საკუთარი ბანაკი საქართველოს დამატებით გაზარდონ. ერთადერთი მთავარი პრობლემა რაც მათ წინაშეა, არის ის, რასაც ქართველი ხალხი ჰქვია, რომელსაც არ სურს ტირანიის ქვეშ ცხოვრება, – ამბობს ჰერბსტი. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

44 სანქცირებული მოსამართლე (ჯამში 47) — „ოცნების“ მართლმსაჯულების მიღწევა 2025 წელს

დასავლეთის ქვეყნებმა 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელი და მოკავშირე დაასანქცირეს. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც „ოცნების“ რეპრესიების ფარგლებში განსჯიდნენ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა