ხუთშაბათი, მაისი 2, 2024
Google search engine
მთავარიეკონომიკასაქართველოში ბიზნესის დაწყების მსურველთათვის რუსული მედია სახელმძღვანელოს აქვეყნებს

საქართველოში ბიზნესის დაწყების მსურველთათვის რუსული მედია სახელმძღვანელოს აქვეყნებს

მაკა ბიბილაშვილი

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და ხელმისაწვდომი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, მათ შორის მეწარმეებისთვისაც. ჯერ კიდევ 2019 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ბიზნესის კეთების სიმარტივის გლობალურ რეიტინგში. შედარებისთვის, შეერთებული შტატები ამ რეიტინგში მეექვსე აღმოჩნდა, ხოლო რუსეთი – ოცდამერვე, ამის შესახებ  რუსული მედია წერს და აქვეყნებს ვრცელ სახელმძღვანელოს იმ მეწარმეებისთვის, ვისაც საქართველოში ბიზნესის დაწყება სურთ.

სტატიაში ნათქვამია, რომ სტარტაპ ინდუსტრიის კუთხით საქართველოს კვლავ მოკრძალებული ადგილი უჭირავს. კვლევითი ცენტრი StartupBlink-ის მონაცემებით, საქართველოს სტარტაპ ინდუსტრიის განვითარების დონით მსოფლიოში 71-ე ადგილზეა. „თუმცა, ქვეყანა სწრაფად ვითარდება. უვიზო რეჟიმისა და სასიამოვნო ბიზნეს-კლიმატის გამო, საქართველოს „ახალ ოფშორსაც“ კი უწოდებენ. იქიდან მოსახერხებელია უფრო დიდ ბაზრებზე – ამერიკაზე და ევროპის მასშტაბით გასვლა“, – წერს რუსული გამოცემა.

RB.RU იმასაც წერს, რომ საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოში უცხოელებმა ინვესტიციები 61%-ით გაზარდეს და უცხოური ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა და მათი უმეტესობა არა საქართველოში გადასახლებული რუსები არიან, არამედ ბრიტანელები, ევროპელები და ამერიკელები.

აქედან – ყველაზე დიდი წილი მოდის ბრიტანეთის (21%), ესპანეთისა (18.3%) და აშშ-ს მოქალაქეებს (8.2%). ამას გარდა საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ: ჰოლანდიელები (7.3%), ირლანდიელები (6%), ჩინელები (5.4%), თურქები (5.3%), ჩეხები (4.3%), რუსები (3.5%), იაპონელები (3.4%) და სხვა.

გამოცემა საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის ხელისშემწყობ ფაქტორებზე საუბრისას წერს, რომ თითქმის 100 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში 365 დღე უვიზოდ დარჩენა შეუძლია. უცხოური კომპანიები ბიზნესს 1 დღეში არეგისტრირებენ. ბიზნესის ადმინისტრირება –საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა – ონლაინაა შესაძლებელი. არის თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ფართო შეღავათები, გადასახადები რამდენჯერმე დაბალია ვიდრე ევროპაში, მომსახურება – კი ძალიან იაფი.

სხვა ხელისშემწყობ ფაქტორებზე საუბრისას აქცენტი საქართველოს ადგილმდებარეობაზეცაა. „ვინაიდან საქართველო ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს, აქედან მოსახერხებელია ისეთ ბაზრებზე შესვლა, როგორიცაა ისრაელი, ევროკავშირი, ბალტიისპირეთი და გერმანია.

„იმან, რომ ქუთაისიდან ბუდაპეშტში 50 დოლარად შეგიძლიათ ფრენა, არ შეიძლება არ გაგახაროთ. საქართველო და დასავლეთის ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ: ხსნიან ერთობლივ საგანმანათლებლო და ბიზნეს პროგრამებს, იღებენ გრანტებს. შესაბამისად, განვითარებულ რეგიონებში ქართული პროექტების მიმართ დამოკიდებულება დადებითია“, – ნათქვამია სტატიაში.

წყარო: commersant.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა