1. ლეგიტიმაციის წართმევა (საერთაშორისო უარყოფა) ასეთი რეჟიმები ცოცხალია მანდატის ილუზიით;
2. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სხვადასხვა ფორმები;
3. ყველაზე მნიშვნელოვანი: არ მისცეთ რეჟიმს შესაძლებლობა, თქვენი მოძრაობა ძალადობის საბაბით გაანადგუროს;
4. ბიზნესწრის მიერ დისტანცირება;
5. გამოაქვეყნეთ მოკლე, მკაფიო მოთხოვნები და აუხსენით საზოგადოებას, რა შეიცვლება თითოეული მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში;
6. რეჟიმის ყველა დანაშაულის დიკუმენტირება (ვიდეო, ხმოვანი თუ სხვა) შეკრება და საერთაშორისო ორგანიზაციებზე გადაცემა;
7. არ ააგოთ მოძრაობა მხოლოდ გმირებზე. ააგეთ სისტემა, რომელშიც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია ყოველდღიურად მონაწილეობა მიიღოს და რომლის შენარჩუნებაც ერთი ადამიანის დაპატიმრებით შეუძლებელი არ გახდება;
8. ქუჩის პროტესტი: აქცია არ უნდა დასრულდეს მხოლოდ შეკრებითა და დაშლით. მის შემდეგ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აგრძელებს მუშაობას, რა არის შემდეგი მოქმედება, როდის შეფასდება შედეგი და როგორ შეუძლია ახალ ადამიანს ჩართვა;
9. მაქსიმალურად გავაძლიეროთ რეჟიმზე ზეწოლა პოლიტიკურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვან სივრცეებში – რეჟიმმა უნდა იგრძნოს, რომ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებას აქვს ძალიან მძიმე ფასი;
10. სანქციები (რუსიოლიგარქის ახლო გარემოცვა, მოსამართლეები, სპეცსამსახურის წარმომადგენლები, პროკურორები და პოლიციის თანამშრომლები);
11. ღია წერილებით მიმართვა მოსამართლეებს და ყველა რეჟიმის მსახურს, რომ მას პირადად შეეხება სავიზო, ფინანსური სანქციები და მაგნიცკის სია რაც ჯოჯოხეთური სანქციაა (ამ მიდგომამ გაამართლა რუმინეთსა და სერბეთში);
12. რეჟიმის შიდა ბზარების გამოყენება. ასეთი სისტემები მონოლიტური მხოლოდ გარედანაა. – ოპოზიციის ამოცანაა არ მისცეს მათ თავისუფალი სცენარის დრო და ხელი შეუწყოს გამოაშკარავებას და მის გაღრმავებას;
13. ემიგრაციის შენარჩუნება – (გასაქცეველების) ახალგაზრდებისა და ინტელექტუალების გაქცევა რეჟიმს აცლის საზოგადოების ყველაზე გონიერ ნაწილს — დიქტატურა გონიერ ადამიანებს ვერ მართავს. დარჩენა და ბრძოლა აქ, საკუთარი არჩევანია, მაგრამ ეს რეალური ხარჯია;
14. საზოგადოებრივმა მოძრაობამ უნდა შექმნას ძალა, რომელიც ერთდროულად სამ რამეს შეძლებს:
ა) შეინარჩუნებს მონაწილეთა სოლიდარობას მაშინაც, როცა ლიდერებს აპატიმრებენ;
ბ) რეჟიმის თითოეულ რეპრესიულ ნაბიჯს დაუპირისპირებს ორგანიზებულ, წინასწარ მომზადებულ რეაგირებას;
გ) შექმნის ისეთ ფართო საზოგადოებრივ კოალიციას, რომლის იგნორირებაც ხელისუფლებისთვის სულ უფრო ძვირი გახდება.
და კიდევ ერთი პრინციპი: ნუ მოსთხოვთ ყველას ერთნაირი რისკის გაწევას. ადამიანს, რომელსაც ოჯახი ჰყავს შესანახი, შეიძლება არ შეეძლოს ყოველდღიური აქცია, მაგრამ შეუძლია ფინანსური დახმარება, ინფორმაციის გადამოწმება ან პროფესიული მხარდაჭერა. მოძრაობა, რომელიც მხოლოდ ყველაზე თავგანწირულ ადამიანებზეა დამოკიდებული, დროთა განმავლობაში გამოიფიტება.
P.S. ძალის ენა, რომელზეც წერთ — ის რეჟიმს არა აქვს მხოლოდ ერთ-ერთი ენა. მას აქვს მხოლოდ ის ენა, რომელსაც საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს ლეგიტიმურად. სწორედ ამიტომ, ისტორიაში რეჟიმები არა იარაღით, არამედ მანდატის დაკარგვით ცივდება — 1989 წლის თბილისის აპრილი და 1991 წლის 9 აპრილის რეფერენდუმი ამის ყველაზე კარგი მაგალითია საქართველოს საკუთარ ისტორიაში.










