1. დეზინფორმაციასთან ბრძოლა — ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
2. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოება — საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უფრო მეტად შესაბამისობაში მოყვანა.
3. პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება — ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობისა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება.
4. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები — საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულება.
5. პარლამენტის ზედამხედველობის გაძლიერება — საპარლამენტო კონტროლისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაუმჯობესება.
6. სასამართლო რეფორმა — სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მთლიანობის გაძლიერება, მათ შორის მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაუმჯობესება.
7. ანტიკორუფციული ღონისძიებები — კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერება.
8. დეოლიგარქიზაცია — ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის მქონე პირების გადაჭარბებული გავლენის შემცირება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
9. ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება — ადამიანის უფლებების უკეთ დაცვა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, ძალადობის შემთხვევების ეფექტური გამოძიება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.
P.S ეს 9 ნაბიჯი არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემდეგ საქართველო ავტომატურად გახდება ევროკავშირის წევრი. ისინი კანდიდატის სტატუსის შემდგომი წინსვლისთვის განსაზღვრული ძირითადი პოლიტიკური რეფორმებია. 2025 წლის ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია და ევროკომისია მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას ვერ განიხილავს, სანამ არსებულ კურსზე არ იქნება ცვლილება.










