2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ირკვევა, რომ მოსახლეობის 52% – 2 048 577 ქალია, ხოლო 48% – 1 881 004 კაცი.
ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში და 54%-ს შეადგენს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის
მუნიციპალიტეტებში და 49%-ია.
2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში 1 331 485 კაცი ცხოვრობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 34%-ია. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 კაცი) და ქვემო ქართლის (441 630 კაცი) რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11 პროცენტი.

მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, ქალაქში ცხოვრობს მოსახლეობის 62% (2 442 231 კაცი), ხოლო სოფლებში 38% (1 487 350 კაცი).
რეგიონების მიხედვით, ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (67%), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით.
ქალაქში მცხოვრებთა წილი შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში და შეადგენს 24%-ს.

საქსტატის ცნობით, მოსახლეობა ყველაზე მეტია 35-39 წლის ასაკობრივ ჯგუფში და 7.6%-ს შეადგენს. 10-14 წლის – 7.4%, 30-34 – 7.2%.
მათვე ინფორმაციით, ქალების წილი განსაკუთრებით მაღალია 85 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, კერძოდ, აღნიშნულასაკობრივ ჯგუფში ქალების რაოდენობა 2.6-ჯერ აღემატება კაცების რაოდენობას.











