მთავარისაზოგადოებარას ნიშნავს ცხოვრება ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში და რას ნიშნავს დღეს საქართველოში გადარჩენისთვის...

რას ნიშნავს ცხოვრება ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში და რას ნიშნავს დღეს საქართველოში გადარჩენისთვის არსებობა?

🇪🇺VS🇬🇪
იქ — ღირსეული ხელფასი, პენსია, ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება, დაცული უფლებები, დამოუკიდებელი სასამართლო და მომავლის იმედი.
აქ — სიღარიბე, გაძვირებული ცხოვრება, გაუფასურებული შრომა, დაუცველობა, უსამართლობა, ემიგრაციაში გადახვეწილი ოჯახები და მოპარული მომავალი.
იქ მოქალაქე ხელისუფლების უფროსია. აქ ხელისუფლება მოქალაქეს ზემოდან უყურებს, ატყუებს, აშინებს და სიღარიბისთვის იმეტებს.
დემოკრატიულ, ცივილიზებულ ქვეყანაში ადამიანი სახელმწიფოს არ ეშინია, სახელმწიფო ემსახურება მას:
▪️ კანონი ყველასთვის თანაბარია, სასამართლო დამოუკიდებელია, პოლიციელი მოქალაქეს იცავს.
▪️ არჩევნებს ხალხი წყვეტს და ხელისუფლება იცვლება ხმით.
▪️ მედია თავისუფალია, ხელისუფალს აკრიტიკებ და ამის გამო ჯარიმას, ციხეს ან დევნას არ იღებ.
▪️ ქვეყანა ღიაა: ვიზა, სწავლა, მუშაობა, ინვესტიცია, მომავალი შენი შვილებისთვის.
რა წაგვართვეს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რუსულმა რეჟიმმა?
ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა, ევროპული მომავლის იმედი და რწმენა, რომ საკუთარ სამშობლოში ადამიანი შეიძლება თავისუფალი და დაცული იყოს.
ასევე წაგვართვეს!:
1. ევროპული გზა, ქართველი ხალხის მრავალწლიანი არჩევანი;
2. სამართლიანი არჩევნები და იმის რწმენა, რომ ხმას მნიშვნელობა აქვს;
3. თავისუფალი სიტყვა: დღეს კრიტიკა ჯარიმით, დაკავებით ან „აგენტობის“ იარლიყით იხდება;
4. ახალგაზრდების მომავალი, რომლებიც არჩევენ, წავიდნენ თუ ეშმაკთან გარიგებაში იცხოვრონ;
5. ღირსება: ქვეყანა, რომელიც ევროპაში მიდიოდა, ნელ-ნელა მოსკოვის მოდელს ემსგავსება.
▪️ ქვეყანა, რომელსაც შეეძლო ევროპული განვითარების გზით ევლო, დღეს ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია, ხოლო ათასობით ოჯახი ყოველდღიური გადარჩენისთვის იბრძვის.
ეს არის მთავარი ტრაგედია: საქართველო მხოლოდ სიღარიბეში კი არ ჩაგვძირეს — გვართმევენ შანსს, ვიცხოვროთ ისე, როგორც თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებას იმსახურებს ადამიანი.
🔘 P.S. და ყველაზე მწარე კითხვა ესაა: რამდენი დაკარგული წელი, რამდენი ემიგრაციაში წასული ადამიანი და რამდენი დამსხვრეული მომავალი უნდა შეეწიროს ამ ყველაფერს?!

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ჩაკეტილი სისტემა და ღია მომავალი: როგორ მწიფდება პოლიტიკური ცვლილება

როდესაც რეჟიმი აღწევს ტოტალურ კონტროლს — აკონტროლებს საჯარო სექტორს (სკოლებს, ბაღებს, უნივერსიტეტებს), ბანკებს, ბიზნესს და სპეცსამსახურების მეშვეობით ახორციელებს სრულ მონიტორინგს — ეს უკვე კლასიკური...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა