სამშაბათი, აპრილი 23, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკადენიელ ფრიდი: აშშ შეშფოთებულია ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, შესაძლოა, სანქცირებას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს 

დენიელ ფრიდი: აშშ შეშფოთებულია ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, შესაძლოა, სანქცირებას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს 

ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების პოლიტიკის შემუშავების ყოფილი მთავარი აქტორი, დენიელ ფრიდი “ქართული ოცნების” ხელისუფლების ავტორიტარულ მისწრაფებებზე საუბრობს და პირადად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, სერიოზულად მოეკიდოს ამერიკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

ამერიკელი დიპლომატი “ამერიკის ხმასთან” ვრცელ ინტერვიუში ასევე დეტალურად განმარტავს როგორ მიიღება ამერიკაში კონკრეტული პირების სანქცირების გადაწყვეტილება და დეპარტამენტის ეს ნაბიჯი გაფრთხილება უნდა იყოს. მისი თქმით, მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო არჩეული კურსის შესაცვლელად.

“ესაა საჯაროდ გამოცხადებული სავიზო აკრძალვა და სიგნალი იმის შესახებ, რომ ამერიკა შეშფოთებულია ზოგადად ქართული დემოკრატიის მდგომარეობით და შესაძლებელია, რომ ამას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს.  ეს იმაზეა დამოკიდებული, რას გააკეთებს საქართველო.

გადაწყვეტილება სავიზო აკრძალვის შესახებ ქართველი ან ნებისმიერი სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, მოითხოვს მაღალი რანგის, სახელმწიფო დეპრატამენტის ოფიციალური პირის განსაზღვრებას. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნებოდა კოორდინირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებთანაც, სავარაუდოდ ხაზიანასთანაც, არა იმიტომ, რომ ეს ფინანსური სანქციაა, არამედ იმიტომ, რომ ხაზინამ უნდა იცოდეს, რას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამასთან დაკავშირებით. 

სახელმწიფო დეპარტამენტში ეს იქნებოდა დადასტურებული ძალიან მაღალ დონეზე. იქნება ეს სახელმწიფო მდივანი, მისი პირველი თუ მეორე მოადგილე, ვიქტორია ნულანდი. არ შემიძლია ზუსტად გითხრათ, მაგრამ ამ თემაზე იქნებოდა მაღალი რანგის დისკუსიები.”,- ამბობს ფრიდი.

დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ვრცლად საუბრობს. ამბობს, რომ ხელისუფლებამ ავტორიტარიზმის გზა აირჩია და ახლა “ოცნების” ლიდერების მხრიდან სასამართლო სისტემაში ამერიკის ჩარევაზე საუბარი ფრიდის შეფასებით, სწორედ ავტორიტარების თამაშის წესების ნაწილია.

“ზოგადად, საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე შეშფოთება, იზრდებოდა. საქართველოს მეგობრები შეშფოთებულნი არიან მთავრობის მიერ არჩეული კურსით. ეს ყველაფერი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობა მიემართებოდა ავტორიტარული მიმართულებით […]

რაც შეეხება ივანიშვილს მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედებს საქართველოზე მისი გავლენა, რა მიმართულებით წაიყვანს მას. ის არ უნდა უყურებდეს ცინიკურად ან „მრუდე სარკიდან“ ამერიკის შეერთებულ შტატებს. იმედი მაქვს, ბატონი ივანიშვილი სერიოზულად მიუდგება იმას, რასაც აშშ ამბობს”,- ამბობს ფრიდი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "წლის განმავლობაში ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შევიდა 2023 წლის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა