მთავარისაზოგადოებაქვეყანა კარგავს თაობას, რომელსაც მისი მომავალი უნდა შეექმნა — დანაკარგი, რომელსაც ვეღარ...

ქვეყანა კარგავს თაობას, რომელსაც მისი მომავალი უნდა შეექმნა — დანაკარგი, რომელსაც ვეღარ ავინაზღაურებთ

რამდენი ახალგაზრდა უნდა წავიდეს ქვეყნიდან, რომ ბოლოს და ბოლოს ვიკითხოთ — რატომ ტოვებენ საკუთარ სამშობლოს ისინი, ვის ხელშიც საქართველოს მომავალი უნდა იყოს?
მხოლოდ 2023 წელს საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 163 480 საქართველოს მოქალაქე. მათგან 114 438 ოცდაათ წლამდე იყო, 70 003 კი — თხუთმეტ წლამდე.
▪️ ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის. ეს არის ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები და ჩვენი ქვეყნის მომავალი.
▪️ ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ საქართველოს მომავალს გვართმევენ და გვაჯერებენ, თითქოს ეს ჩვენი არჩევანია.
▪️ თუ ახალგაზრდებს საკუთარ სამშობლოში მომავალი აღარ აქვთ, მაშინ ვის მომავალს იცავს ხელისუფლება?
ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ქვეყანას, რომელიც საკუთარ შვილებს კარგავს! ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს იმისთვის, რომ საქართველოდან წასვლა გადარჩენის ერთადერთ გზად აღარ იქცეს.
▪️ჩვენი შვილები არ უნდა გარბოდნენ საქართველოდან — საქართველო უნდა გავათავისუფლოთ იმ რეალობისგან, რომელიც მათ წასვლას აიძულებს!

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ვენეციის კომისია გრანტების კანონში ცვლილებებზე: საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს, სუვერენიტეტს არ იცავს, ოპოზიციის არსებობას უშლის ხელს

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია აკრიტიკებს „გრანტების კანონში“ ცვლილებებს, - ცვლილებებს, რამაც საქართველოში გერმანულ პოლიტიკურ ფონდებს დახურვა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა