მთავარიპოლიტიკა"ერთადერთი რეალური მშვიდობა და უსაფრთხოება ევროკავშირსა და NATO-ში გაერთიანებაა" | პრეზიდენტი სალომე...

“ერთადერთი რეალური მშვიდობა და უსაფრთხოება ევროკავშირსა და NATO-ში გაერთიანებაა” | პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

“ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ევროინტეგრაციაზე, ეს ასევე გულისხმობს NATO-ში ინტეგრაციას, აქ წინა კონფერენციაზეც ნათქვამი იყო, რომ ევროპას ჯარი არ გააჩნია, ის შექმნილია მშვიდობისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის და თავისუფლებისთვის, ის არაა იმისთვის შექმნილი, რომ იყოს ძლიერი დაცვის მქონე ორგანიზაცია, თუმცა ნელ-ნელა ესეც იცვლება…

NATO იქნება მთავარი ძალა, მთავარი ორგანიზაცია, საიდანაც შეიძლება მივიღოთ უსაფრთხოება. მთავრობა, რომელიც ძალიან თავს იწონებს, რომ მშვიდობას დაუმსახურებს ქვეყანას და თავის მოქალაქეებს, ერთადერთი რეალური მშვიდობა და უსაფრთხოება არის საბოლოოდ ჩვენი გაერთიანება ევროკავშირსა და NATO-ში. იქ არის მშვიდობა, იქ არის უსაფრთხოება, მანამდე უნდა ვიაროთ გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიდა სტაბილურობისტისაც საჭიროა და რომელიც მიგვიყვანს ამ ბოლო მიზნამდე.”

– თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან მედიასთან შეხვედრისას.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოზე: დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლა, კონკურენციის არარსებობა, აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება

სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი. პირველ აპრილს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა