შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკავისზე ნადირობენ რუსი ძალოვანები? - ქართველების სია

ვისზე ნადირობენ რუსი ძალოვანები? – ქართველების სია

ვისზე ნადირობენ რუსული სპეცსამსახურები? – “პირველებმა” რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჟონილი ძებნილთა სია მოიპოვა. ძებნილებს შორის, ვისაც ოკუპანტი ქვეყანა დაპატიმრებით  ემუქრება, საქართველოს  პარალემნტის წევრი ალეკო ელისაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილიც არიან.

უკრაინაში საომარ მოქმდებებში მოანაწილეობის გამო იძებნება ქართული ლეგიონის წევრი მამუკა მამულაშვილი, მისი მოადგილე, ლევან ფიფია და კიდევ  ათეულობით ქართველი მებრძოლი. 

ძებნაა გამოცხადებული აგვისტოს ომის მონაწილეებზეც და მაშინდელ ძალოვან მინისტრებზე. რუსი ძალოვანები ეძებენ  ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს და გენერალ მამუკა ყურაშვილსაც.  სულ “პირველების” მიერ მოპოვებულ სიაში სისხლის სმართლის  დანაშაუისთვის 100-მდე ქართველი იძებნება. 

“პირველებმა” იმ პირების კომენტარები ჩაწერა, რომლებზეც პუტინმა ნადირობა გამოაცხადა: 

“მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ მას ოკუპანტი ქვეყანას ეძებს, ცხადყოფს, რომ სწორ გზას ადგას. 

საძაგელი ქვეყანა, ოკუპანტი და ცივილიზაციის ქვეყანა თუ გეძებს, ესე იგი, სწორად გიცხოვრია და ეს ძალიან მახარებს. დიდი ალბათობით, უკრაინაში რომ ვიყავი, კი, მე ვიყავი უცხოურ ლეგიონში უკრაინაში, იქ ვმსახურობდი რიგითად. ერთადერთი, გული რაზეც მწყდება, რომ სულ 4 დღე ვიყავი საბრძოლო მოქმედებებში, მეტი უბრალოდ, ფიზიკურად არ იყო ჩემზე დამოკიდებული, ჯარი არის ძალიან ვერტიკალური სტრუქტურა. ერთი გული რაზეც მწყდება, რომ უფრო მეტი რუსი რატომ არ დავხოცე და უფრო მეტი ოკუპანტი რატომ არ გავუშვი იქით, – ამბობს ელისაშვილი.

უკრაინაში, ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი, მამუკა მამულაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსულ სპეცსამსახურებს მათ შესახებ ინფორმაცია საქართელოს ხელისუფლებამ მიაწოდა. 

სიები, სამწუხაროდ, არის გადაცემული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის. ასევე გადაცემულია იმ პირების მიერ, ვინც მუშაობენ უკრაინაში აგენტებად და მუშაობენ საქართველოს ან დაზვერვის ან საქართველოს სპეცსამსახურებზე. სამწუხარო ფაქტია, ეს დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ოჯახებს, ჩვენი ოჯახის წევრებს და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს პროცესების გაკონტროლებას საქართველოში და ოჯახების დაცვას თუნდაც. ასეთი სიზუსტით ინფორმაციის გადაცემას შეძლებდა მხოლოდ ის ქვეყანა, რომელი ქვეყნის მოქალაქეებიც არიან ეს პირები, – ამბობს მამუკა მამულაშვილი. 

კიდევ ერთი მებრძოლი,   ვანო ნადირაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დასაცავად არაფერს აკეთებს.

გადმორთულია ეს რუსეთის მხარე ჩვენს დაკავებაზე, ლიკვიდაციაზე და ა.შ. ნორმალური სახელმწიფოს ხელმძღვანელობას ყოველთვის უნდა ჰქონდეს პროტესტის თავისი მოქალაქეების წინააღმდეგა სეთ ქმედებებზე. კიდევ ვიმეორებ, სამწუხაროდ, დღესდღეობით არ გვყავს ის მთავრობა, რომელიც რუსეთს რაიმე პროტესტით მიმართავს, რაიმე პროტესტს გამოხატავს თავისი მოქალაქეების დასაცავად, – ამბობს ნადირაძე.  

წყარო : tvpirveli.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა