კვირა, აპრილი 28, 2024
Google search engine
მთავარიჯანმრთელობა“საქართველომ აშშ-ის ინსტიტუციური მხარდაჭერის ქვეყნის სტატუსი მიიღო“ - ქვეყნები ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე...

“საქართველომ აშშ-ის ინსტიტუციური მხარდაჭერის ქვეყნის სტატუსი მიიღო“ – ქვეყნები ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტში, მხარეთა ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია გათვალისწინებული.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მემორანდუმი მიზნად ისახავს დაავადებათა ზედამხედველობის არსებული სისტემების გაუმჯობესებას, ინფექციური დაავადებების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და რეაგირების მიზნით, ძალისხმევის გააქტიურებას, ტექნიკური დახმარების გაწევას საბაზისო/სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის. ასევე – ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სექტორში, ადამიანური რესურსების სწავლებასა და შესაძლებლობების განვითარებას.“

  • „მათ შორის – რეგიონული სასწავლო კურსების მეშვეობით, რომელიც საქართველოში CDC-ის რეგიონული ოფისის ტექნიკური დახმარებით ხორციელდება. დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსების უწყვეტი პროფესიული მომზადება და განვითარების ეფექტური და მდგრადი სტრუქტურის ჩამოყალიბება. სამმხრივ მემორანდუმს ხელი ზურაბ აზარაშვილმა, ოთარ შამუგიამ და კაილა ლასერსონმა მოაწერეს.“

გლობალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი კაილა ლასერსონი: მემორანდუმზე ხელმოწერით ჩვენ ვადასტურებთ თანამშრომლობის მზაობას საქართველოსთან და ორივე სამინისტროსთან. ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაქვს, რომლის გაგრძელებაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით გვსურს.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი თუშარ საინი: ახლახან საქართველომ მიიღო აშშ-ს ინსტიტუციური მხარდაჭერის ქვეყნის სტატუსი გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში. საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი, ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერისა და დაავადებათა საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად. ამრიგად, NCDC-ს აქვს ურყევი ნება აღნიშნული თანამშრომლობის მიმართულებით.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა