შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებარას და ვის აკონტროლებს რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში

რას და ვის აკონტროლებს რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში

ამ რამდენიმე დღის წინ ძალიან შინაურულ წრეში რამდენიმე თვის წინ უშიშროების სამსახურიდან წამოსული ყოფილ ოფიცერს ვესაუბრებოდი და კითხვა, რომ დავუსვი სამართლიანი არჩევნებით ამ ხელისუფლების გასტუმრების შესახებ დამცინა და გადაიხარხარა, ასე მოთხრა ამ ქვეყანაში ვერ ხვდებით უკვე სად ხართო?

მარტივად აგიხსნიო და ასეთი პასუხი გამცა, რაც საქართველოს ისტორია წამიკითხავს იმდენი მტრის აგენტები, სხვადასხვა ფორმით, პირდაპირ ფსბ-ს ოფიცრები, აგენტები, გავლენის აგენტები, ფულით მოსყიდულები და ა.შ. არ ყოფილაო ამ ქვეყანაშიო, უფრო მეტიც ჩვენ სპეცსამსახურები აბსოლუტური კონტროლის ქვეშ ყავს რუსეთის ფსბ-ს და გრუ-ო, თავდაცვის სამინისტროში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი ესწრება ყველა თათბირსო, დაზვერვის დეპარტამენტში ყველა ჩვენი მოქმედი აგენტის ამა თუ იმ ქვეყანაში სია რუსების სპეცსამსახურებში დევსო.

შემომხედა და გაკვირვებულმა მკითხა ეს ყველაფერი საზოგადოებამ არ იცის მაგრამ ცხვირწინ რაც გიდევთ ნუთუ იმის დანახვა ასე ძნელიაო, აქ არიან, აქ ნაყიდი მიწებით, უძრავი ქონებით, ბიზნესებით და დიდი ფინანსებითო. მთელი მთავრობა, პარლამენტის “ქართული ოცნების” უმრავლესობა, პროკურატურა, სასამართლო, საპატრიარქო, ჟურნალისტები, იმდენი არიან მთრული ქვეყნის სამსახურში ვერც კი წარმოიდგენო, სულ, რომ თავი დავანებოთ რუსეთის სპეცსამსახურებს ჩვენც გვაქვს მათი სიები და დადასტურებული ფაქტებიო.

მოკლედ ყველაფერს ვერ დავწერ თუმცა ერთი კი თქვა ვინც ამ პირდაპირ რუსული ხელისუფლების დამარცხებას არჩევნებით აპირებთ ან იდიოტები ან სპეცსამსახურების ნასედკები და აგენტები არიან თავის ოპოზიციის ლიდერებიანადო.

გამოსავალი არც ჩვენი უცხოელი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ან მეგობრების დახმარება არის თუ აქ ხალხმა ძალიან სწრაფი, ელვისებური მოქმედებით და არა კვირაობით და თვეობის პროტესტის ნაცვლად არ აიძულა ხელისუფლება წავიდესო, ეს კანონის ფარგლებში შესაძლებელია მაგრამ ის მუხტი და ის ღირსება, რაც 1989 წლის 9 აპრილს გვქონდა გალღვა და გაიფანტაო.

იმედია როდესმე ამ ქვეყანაში გამოჩნდება თაობა ვინც იბრძოლებს ან ჩვენ მტერს ვიღაც სხვა გაანადგურებს და მზა მზარეულზე სუფრასაც მიუჯდებითო.

P.S. “კაცი მდინარეში იხრჩობოდა და ღმერთს შესთხოვა მიშველეო, ღმერთმა კი უპასუხა ხელი გაანძრიე და გიშველიო”

კიდევ ერთი ოჯახი ემიგრანტი, კიდევ ერთი პროფესიონალი დავკარგეთ – მოკითხვა ევროპიდანო!

წერს სოციალურ ქსელში ყოფილი სამხედრო, ვეტერანი, დევი გოლეთიანი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა