ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
Google search engine
მთავარიმსოფლიოთანამგზავრები, უპილოტო მანქანები და არჩევნები - კიბერთავდასხმების სავარაუდო სამიზნეები 2024 წელს

თანამგზავრები, უპილოტო მანქანები და არჩევნები – კიბერთავდასხმების სავარაუდო სამიზნეები 2024 წელს

კიბერ საფრთხეების სფეროში არსებული ძირითადი ტენდენციები და მოვლენები 2024 წელს ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტების მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს. მოსალოდნელია თანამგზავრებზე თავდასხმები, საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე კიბერდამნაშავეთა მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, კვანტური დაშიფვრა, კრიტიკულ საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები და კიბერდანაშაულების „ნორმალიზაცია“- ამის შესახებ forbes წერს და მოსალოდნელ სავარაუდო გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც მიმდინარე წელს ციფრულ სივრცეში გამოიკვეთება.

რისთვის უნდა მოემზადონ მეგა და მცირე კომპანიები, რომლებიც კიბერ სივრცეში ფიგურირებენ?

დავიწყოთ სატელიტებზე თავდასხმებით – საფრთხე, რომელიც ბოლო დრომდე წარმოდგენილ იქნა, როგორც შეუძლებელი, მაგრამ დღეს არის ღია კონკურსები თანამგზავრების გატეხვისთვის. (არა მხოლოდ აშშ-ში DEFCON კონფერენციაზე, არამედ რუსეთში Standoff-ის კიბერ სასწავლო მოედანზე).

2023 წელს რუსეთში უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი კონტენტის ჩანაცვლებით და ყალბი პოლიტიკური განცხადებების გავრცელებით რადიოსადგურებსა და ტელეარხებზე. წელს ასეთი თავდასხმების რაოდენობა გაიზრდება, რადგან თავდამსხმელები უფრო დახვეწილი გახდებიან.

იგივე ამბავია უპილოტო მანქანებზეც, რომლების გამოყენებასაც სამოქალაქო მიზნებისთვის აქტიურად იწყებენ. ჰაკერებს სავსებით შეუძლიათ შეიძინონ სასურველი მოწყობილობა და შემდგომი შეტევების სუსტი წერტილების შესწავლა. და ბოლოს, არ დაივიწყოთ სანავიგაციო თანამგზავრები.

ჯერჯერობით ცხადია, რომ დიდ ქალაქებში, დრონების თავდასხმების თავიდან ასაცილებლად GPS სიგნალების ჩაკეტვა ხდება. თუმცა, ამის გაკეთება მხოლოდ სახელმწიფოებს კი არა, “ცუდ ბიჭებსაც“ შეუძლიათ.

2024 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საპრეზიდენტო არჩევნებს – არჩევნები ჩატარდება ყველა საკვანძო გეოპოლიტიკურ რეგიონში: რუსეთში, აშშ-ში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და ტაივანში. ამ თემას აუცილებლად გამოიყენებენ კიბერკრიმინალები ფიშინგ შეტყობინებებისთვის, მომხმარებლები სავარაუდოდ, დააწკაპუნებენ ბმულებზე “მთელი სიმართლე იმის შესახებ, თუ ვინ მოიგო არჩევნები“ და “საიდუმლო ეგზიტპოლის მონაცემები“, რის შედეგადაც მოხდება მათი პირადი მონაცემების ჩამოტვირთვა.

ჩვენ უნდა ველოდოთ თაღლითური საიტების ზრდას.

და ბოლოს, მესამე ტენდენცია უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას თავდასხმებში. აქ გვხვდება ვიდეო და ხმოვანი “დიფ ფეიკები“, რომლებიც თან ახლავს საარჩევნო კამპანიას.

თეონა რამაზაშვილი

წყარო: forbes.com

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა