მთავარიUncategorizedსაავტომობილო გზების დეპარტამენტი: საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 30კმ-37კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ობიექტზე ხორციელდება სავალი ნაწილის სტაბილიზირებული საფუძვლის ფენის მოწყობის და ბორდიურების დამონტაჟების სამუშაოები.

პროექტი უზრუნველყოფს ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აქ მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს.

30კმ-37კმ მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 8 კმ-ს, ხოლო ამავე გზაზე მიმდინარეობს მეორე მონაკვეთის, 40კმ-46კმ რეაბილიტაცია, რომლის სიგრძე 7 კმ-ს შეადგენს.

სამუშაოების დასრულების ვადა მიმდინარე წლის ოქტომბერია.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილია „ოცნების“ ლიდერების სანქცირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაგმობილია პარტიების აკრძალვის სარჩელი

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა