მთავარიმსოფლიოევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპის ისტორიის ახალი თავი უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში...

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპის ისტორიის ახალი თავი უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში იწერება


ფოტოს წყარო: Reuters

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი ისეთ ქვეყნებში იწერება, როგორიცაა, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ისტორია ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორიაა და ისინი ერთად ძლიერდებიან. მათ შორის არის გერმანიის და იტალიის ისტორიაც, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ასევე დიქტატურიდან – დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიის და საბერძნეთის გზის ისტორია.

„ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლოდავაში, საქართველოში და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ევროპის დაპირება, ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლებითა და დემოკრატიით ყველასთვის,“ – განაცხადა ლაიენმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა