შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკასაოკუპაცოი ხაზთან დამატებით დაკარგული 60 000 000 კვადრატული მეტრი ტერიტორია და გაუქმებული ქართული...

საოკუპაცოი ხაზთან დამატებით დაკარგული 60 000 000 კვადრატული მეტრი ტერიტორია და გაუქმებული ქართული საგუშაგოები – კოლაბორანტული პოლიტიკის შედეგი (ვიდეო)

ექსკლუზივი – პირველი ინტერვიუ კაცთან, ვინც საოკუპაციო ხაზს აკონტროლებდა. ილია ქიზიყურაშვილი “შაბათის ეთერთან” გამაოგნებელ ფაქტებს ჰყვება. 

კარალეთის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური, სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის გადმოსვენების აქამდე უცნობ დეტალებს ამხელს. 

ირკვევა, რომ სასიკვდილოდ დაჭრილი კაცის გამოსაყვანად, პოლიცია არც კი ავიდა და გინტური სასწრაფოს მძღოლმა და ექიმმა გადმოასვენეს. 

პოლკოვნიკი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან წლების განმავლობაში მუშაობდა, ამბობს, რომ რეგიონი ამ ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად მიტოვებულია!

მისი თქმით, ზემდგომები პოლიციას უფლებას არ აძლევენ, საკუთარი მოქალაქეები დაიცვან და რუსების მიერ საქართველოს ნაწილ-ნაწილ მიტაცებაზე პოლიციელებისგან უმოქმედობას ითხოვენ. 

პოლკოვნიკი ქიზიყურაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიდგომები, 2012 წლის შემდეგ, ოკუპანტებთან მიმართებაში 360 გრადუსით არის შეცვლილი და ეს ყველაზე ნათლად, საოკუპაციო ხაზთან ჩანს. 

  • ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საგუშაგოები აღებულია – მერეთში, კარბში, ზარდიანთკარში, დიცში, ჯარიაშენსა და აძვში.

დაუცველობისა და უსუსურობის შეგრძნება კიდევ უფრო მძაფრი, თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ გახდა. სოფელში, რომლის თითქმის ყველა ოჯახიდანაც, რუსებს თითო მამაკაცი უკვე გატაცებული ჰყავთ, პოლიციის საგუშაგოს გაკეთებაზე არავის უფიქრია. ფორმიანები ამ რაოდენობით აქ მხოლოდ ახლა, ლომისასთან მომხდარის შემდეგ გამოჩნდნენ.

ქართული პოლიცია მხოლოდ სოფლის იმ ნაწილში პატრულირებს, სადაც მოსახლეობაა და გადაადგილება, ასე თუ ისე უსაფრთხოა. შიშის ზონებამდე ვერც ისინი მიდიან.  2012 წლამდე, საოკუპაციო ხაზთან საგანგებოდ მომზადებული სპეცრაზმელები იდგნენ, ახლა კი, უბნის ინსპექტორები ცდილობენ აკონტროლონ, საშიში ზონებისკენ, ნახირში, შეშაზე ან ჯონჯოლის საკრეფად მიმავალი ადგილობრივები. 

  • საგუშაგოები ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრობისას, საოკუპაციო ხაზიდან, სოფლების შესასვლელებთან გადმოიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ მავთულხლართებია, შემდეგ სოფელი და ბოლოს ქართული პოლიცია. 

“შაბათის ეთერის” ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ “ქართულმა ოცნების” ხელისუფლებამ რუსებს 60 000 000 კვადრატული მეტრი ტერიტორია ჩააბარა. 

უკანდახევაში გადაზრდილი არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგად, ოცნების მმართველობის შედეგია არა მხოლოდ გაუქმებული ან გადმოწეული საგუშაგოები, არამედ დამატებით, ჰექტრობით მიტაცებული ტერიტორიებიც: 

  • წითელუბანი, 2015 წელი: რუსმა ოკუპანტებმა, სოფლის ტერიტორიების ნაწილი მიიტაცეს.  
  • ავლევი, 2016 წელი: საოკუპაციო ძალებმა, სახნავ-სათეს მიწები შემორაგეს და მანამდე ოკუპირებულ ტერიტორიას მიუერთეს. 
  • ყარაფილა, 2017 წელი: ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლი გადმოწიეს, რის შედეგადაც ბაქო-სუფსას ნავთობსადენის კიდევ ერთი მონაკვეთი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე  მოექცა.
  • ხურჩა, 2018 წელი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გამაფრთხილებელი ბანერი, სოფელ ხურჩასთან 200 მეტრით გადმოწიეს. 
  • კოდა, 2019 წელი: რუსმა ოკუპანტებმა, წნელისი-კოდას ტყესთან მისასვლელი გზა ჩახერგეს, ტერიტორია საღებავით მონიშნეს და ადგილობრივ მოსახლეობას იქ შესვლა აუკრძალეს. 
  • გუგუთიანთკარი, 2020 წელი: საოკუპაციო ძალებმა, ახალი საყრდენი ბოძების მონტაჟი, მეზობელი სოფლის, კოშკას მიმართულებით დაიწყეს. 
  • ხურვალეთი, 2021 წელი: რუსმა ოკუპანტებმა, სოფელში ახალი მავთულხლართი გააბეს და ხალხს სახლებამდე მისასვლელი გზა ჩაუჭრეს.  
  • დვანი, 2023 წელი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანისა და ოკუპირებული სოფ. მუგუთის მიჯნაზე ახალი მავთულხლართი დაამონტაჟეს.

ეს ყველაფერი არ არის, “შაბათის ეთერთან” მძიმე ვითარებაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც შიშის ზონა საკუთარ სახლში მოუწყვეს. ხურვალეთელი ნორა ბატონისაშვილი, რომელიც ოკუპანტების კოშკურასთან ცხოვრობს, სახლის უკან გასვლის ეშინია, რადგან რუსებმა გადაწყვიტეს, რომ მცოცავ ოკუპაციას სწორედ პენსიონერის ბაღებზე უნდა გაევლო. 

“შაბათის ეთერით” დღეს თქვენ გაიგებთ, რა დღეშია ქალი, რომელმაც საკუთარი სახლი რუსებს არ დაუთმო – ვალია ბებო, ქალი, რომელსაც ხელისუფლება, საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს, ოკუპაციის სისასტიკის სადემონსტრაციოდ უჩვენებს. ქალს, რომელმაც მისი ქმრის, დათა ვანიშვილის მსგავსად, საკუთარი სახლ-კარის, მავთულხლართებით შემოღობვის მიუხედავად არ მიუტოვებია, წამალიც კი არ აქვს. მოხუცისთვის არავის მიუკითხავს. 

2012 წლიდან დღემდე ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული იქნა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია, გინტური

“ოცნების” საოკუპაციო ხაზი – მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა