Giorgi Butikashvili
საერთაშორისო რეზოლუციების და გამოხმაურებების მოკლე მიმოხილვა (2024–2025): რატომ იტყუება ივანიშვილის ხელისუფლება, როდესაც ამბობს, რომ მას დემოკრატია და ევროპული ინტეგრაცია სურს?
ევროპარლამენტი:
■ 2024 წლის 28 ნოემბერი: ევროპარლამენტი პირველად ოფიციალურად აღიარებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები არ აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს; საუბარია საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე და მედიის არათანაბარ გარემოზე.
■ 2025 წლის თებერვალი: ევროპარლამენტი აძლიერებს პოზიციას – მიუთითებს პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე, სვამს კითხვის ნიშანს პარლამენტის ლეგიტიმურობაზე და აფრთხილებს, რომ კრიზისის გაღრმავება დააზიანებს საქართველოს დემოკრატიულ სტატუსს და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
■ 2025 წლის ზაფხული: ევროპარლამენტი გადადის არაღიარების პოლიტიკაზე – არ ცნობს დე ფაქტო ერთპარტიულ პარლამენტს, ითხოვს ახალ არჩევნებს საერთაშორისო ზედამხედველობით და მოუწოდებს პიროვნულ, მიზნობრივ სანქციებს რეჟიმის პასუხისმგებელი ფიგურების მიმართ.
■ ევროკავშირის საბჭო და ევროკომისია
2025 წლის იანვარი: ევროკავშირის საბჭო აჩერებს უვიზო რეჟიმს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის: ეს არის ევროკავშირის პირველი პრაქტიკული შემზღუდავი ნაბიჯი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ.
■ 2025 წლის ნოემბერი: ევროკომისია (გაფართოების პაკეტი) ოფიციალურად ასახელებს საქართველოს, როგორც ქვეყანას სერიოზული დემოკრატიული უკუსვლას და პირდაპირ აკავშირებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესს რეალურ დემოკრატიულ ცვლილებებთან, ანუ ,,ქართული ოცნების,, ცვლილებასთან.
ევროპის საბჭო:
■ PACE რეზოლუცია 2585 (იანვარი 2025): ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აუქმებეს ,,ქართული ოცნების,, დელეგაციის უფლებამოსილებას, საუბრობს პოლიტიკურ პატიმრებზე, ძალადობაზე და დემოკრატიულ უკუსვლაზე; ითხოვს ახალ, თავისუფალ არჩევნებს და დემოკრატიულ დღის წესრიგზე დაბრუნებას.
■ PACE რეზოლუცია 2600 (აპრილი 2025): ადასტურებს, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა; აფრთხილებს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობა საქართველოს კიდევ უფრო დააშორებს ევროპულ ინსტიტუტებს.
■ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი (მარტი 2025): აცხადებს, რომ ადგილობრივი დემოკრატია საფრთხეშია, ხოლო საარჩევნო კოდექსის ცვლილებები ძირს უთხრის მუნიციპალურ თვითმმართველობას.
ეუთო:
■ეუთო/ODIHR (დეკემბერი 2024): ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ასკვნის, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფლებებისა და სამართლიანი კონკურენციის სერიოზული დარღვევების ფონზე.
■ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (ივლისი 2025, პორტო): გმობს ძალადობას, ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს.
■ ვენის მექანიზმი (დეკემბერი 2024): 38 სახელმწიფო ოფიციალურად იწყებს ადამიანის უფლებების დარღვევების საერთაშორისო პროცედურას საქართველოს წინააღმდეგ, მკაფიო სიგნალი, რომ პრობლემა შიდა საკითხად აღარ განიხილება.
აშშ და გაერთიანებული სამეფო:
■ აშშ – კონგრესში მიმდინარეობს MEGOBARI Act-ის განხილვა, რომელიც მიზნად ისახავს პასუხისმგებლობისა და სანქციების მექანიზმების გაძლიერებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ.
■ აშშ და დიდი ბრიტანეთი – იღებენ ან ამზადებენ პიროვნულ სანქციებს ძალადობასა და რეპრესიებში ჩართული ოფიციალური პირების წინააღმდეგ.
ერთი წლის მანძილზე დასავლეთმა დაასანქცირა 230ზე მეტი რეჟიმის წარმომადგენელი, მათ შორის: 52 ქართული ოცნების მაღალჩინოსანი, 47 მოსამართლე, 17 პროკურორი, 14 პოლიციელი, ასევე ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის 4 წევრი.
თუ ქართულ ოცნებას დემოკრატია და ევროპული კეთილდღეობა სურს, პროდუქტის გაიაფება და ინვესტიციები, ძალიან მარტივად შეუძლია გადაჭრას პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, უბრალოდ მოუსმუნოს ხალხს და ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და დაუბრუნდეს ქვეყანა დემოკრატიულ გზას.










