მთავარისამართალი"ოცნება" მოსამართლეებისთვის ხელფასებს აორმაგებს

“ოცნება” მოსამართლეებისთვის ხელფასებს აორმაგებს

“ოცნება” მოსამართლეებისთვის ხელფასის გაორმაგებას აპირებს – კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიციირებულია და ცვლილებების შეტანა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონშია დაგეგმილი

ხელფასები ეზრდებათ, მათ შორის, აშშ-ის, ბრიტანეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ სხვადასხვა დროს სანქცირებულ მოსამართლეებს, მათ შორის ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძესა და ირაკლი შენგელიას.

🔻 ირკვევა, რომ ხელფასები გაიზრდება შემდეგ პოზიციებზე:

• უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი – 7 000 ლარიდან იზრდება 14 600 ლარამდე

• სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი – 5800 ლარიდან იზრდება 11 680 ლარამდე

• საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი – 4 600 ლარიდან იზრდება 11 388 ლარამდე

• უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასი – 6000 ლარიდან იზრდება 12 410 ლარამდე

• სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ხელფასი – 5000 ლარიდან იზრდება 11 826 ლარამდე

• საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ხელფასი 4000 ლარიდან იზრდება 10 512 ლარამდე

🔻 ასევე, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, იზრდება რიგ პოზიციებზე განწესებულ (არჩეულ) მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადები. მაგალითად: 5-დან 10 წლამდე იზრდება სააპელაციო და საქალაქო (რაიონული) სასამართლოების თავმჯდომარეებისა და მისი მოადგილეების, პალატების/კოლეგიის თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადები

🔻 კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა. "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ - ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა