პარასკევი, მარტი 13, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკარეზოლუცია დამტკიცებულია - ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

რეზოლუცია დამტკიცებულია – ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელის საქმესა და მედიის თავისუფლებაზე რეზოლუცია დაამტკიცა – დოკუმენტს 324-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წიმააღმდეგი წავიდა. 

  • სხდომას ესწრებოდა 436 დეპუტატი, 25-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო თავი შეიკავა – 87-მა.

რეზოლუცია გმობს მზია ამაღლობელის დაპატიმრებას, ქალი ჟურნალისტის დევნას და მოითხოვს “ნეტგაზეთისა” და ბათუმელების” დამფუძნებლის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას. ევროპარლამენტარები ტყვეობაში მყოფი ჟურნალისტისთვის ყველა ბრალდების მოხსნას ითხოვენ. 

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ უგულებელყო სამართლებრივი პროცედურები, მას წინასწარი პატიმრობა მკაფიო იურიდიული საფუძვლის გარეშე შეუფარდა, რაც სახალხო დამცველმაც გააკრიტიკა, ხოლო მისი საქმე მიაბარა მოსამართლეს, რომელსაც არ გააჩნია სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია.

ევროპარლამენტარები დღეს მიღებული რეზოლუციით, ასევე მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, როგორიცაა აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

  • რეზოლუცია ასევე გამოხატავს სინანულს საბჭოს, წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ იმ ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებელნი. 

„ოცნების“ მიერ მიღებული კანონებიც მკაცრად არის გაკრიტიკებული. რეზოლუციის მხარდამწრები მიიჩნევენ, რომ კანონები „ქართული ოცნების” ავტორიტარული სტრატეგიაა კრიტიკული ხმების ჩასახშობად.

რეზოლუციიაში წერია ისიც, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ფაქტობრივად გაანადგურა დარჩენილი დამოუკიდებელი მედია.

რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოში FARA-ს კანონის ძალაში შესვლის პარალელურად,  გააძლიეროს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარება.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ეუთოს 24 ქვეყანა: მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს ქვეყნისთვის დამანგრეველი დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

ეუთოს წევრი 24 ქვეყანა საქართველოში მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს 2026 წლის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. რას...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა