მთავარიპოლიტიკაევროკომისარი მარტა კოსი: საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს

ევროკომისარი მარტა კოსი: საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს

მარტა კოსის სიტყვებით, ქვეყნებს, რომლებსაც უნდათ ევროკავშირის წევრობა, უნდა იყვნენ მდგრადები რუსული და სხვა ჩარავების დროს.

ევროკავშირის კომისიარი მარტა კოსი ამბობს, რომ ევროკავშირის „გაფართოება დღეს არის იმაზე მეტი, ვიდრე გაფართოება. გაფართოება დღეს არის უსაფრთხოება, მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა“. ამის შესახებ მან ისაუბრა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოზეც.

„საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა ახშობს დემოკრატიულ ხმებს.

მათ ახლახანს წინ მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს იმ ევროპულ მომავალს, რომელიც ხალხის უმრავლესობას სურს.

ისინი [არსებული ხელისუფლება] კი საკუთარ ხალხს ატყუებენ, თითქოს, ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ და ევროკავშირი უნდა მოერგოს მათ“, – თქვა მან.

მისი სიტყვებით, ქვეყნებს, რომლებსაც უნდათ ევროკავშირის წევრობა უნდა იყვნენ მდგრადები რუსული და სხვა ჩარავების დროს.

რა ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონებში?

„ქართული ოცნება“ თითქმის ორი წელია მუდმივად ამკაცრებს კანონებს, რომლებიც ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას ართულებს, ასევე ზღუდავს პროტესტს.

მათ შორის, გასულ კვირას, 4 მარტს სადავო პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც პარტია „ქართული ოცნებაა“, მესამე ანუ საბოლოო მოსმენით მიიღო კანონები, რომლითაც კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა გრანტების შესახებ კანონი და სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა ხელისუფლების არაღიარება.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განსაზღვრული 9 ნაბიჯი/დათქმა 

1. დეზინფორმაციასთან ბრძოლა — ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა.2. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოება — საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უფრო მეტად შესაბამისობაში მოყვანა.3....

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა