მთავარიპოლიტიკა"პუტინიზმის დამარცხება" - საერთაშორისო კონფერენცია თბილისში | "ოცნების" ბოიკოტი დიპლომატიურ ღონისძიებას

“პუტინიზმის დამარცხება” – საერთაშორისო კონფერენცია თბილისში | “ოცნების” ბოიკოტი დიპლომატიურ ღონისძიებას

კრემლის რეჟიმის დამარცხების გზების ძიებაში “ქართული ოცნება” არ მონაწილეობს. საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ გამოიჩინა ინტერესი თბილისში მიმდინარე კონფერენციის მიმართ, რომელიც პირდაპირ ეძღვნება პუტინიზმის დამარცხების სტრატეგიებს.

უფრო მეტიც, “ქართული ოცნების” ლიდერებმა დესტრუქციულებად შერაცხეს ყველა, ვინც ცდილობს რუს დიქტატორთან დაპირისპირებას. კონფერენცია „პუტინიზმის დამარცხება“ მაკკეინის და ბუშის ინსტიტუტების მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს და თბილისში ახლა იმყოფებიან დასავლური პოლიტიკის მიმართულებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირები.

დღეს ყველა ერთხმად ამტკიცებდა, რომ უკრაინის ომი 2008 წლის შეცდომებთან არის დაკავშირებული და დასავლეთმა ასეთი შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს. 

თათია წოწონავა

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველო ევროკავშირის გაფართოების გეგმიდან გაქრა – საქართველო EU-ს მიღმა დარჩა | რას ამბობენ “ოცნებაში” და რას ამბობს ოპოზიცია

საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში კვლავ ყურადღების მიღმა რჩება. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მთავარი პრიორიტეტები და მომდევნო ეტაპები წარადგინა, თუმცა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა