მთავარისაზოგადოებაIRI კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა 89% ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს 

IRI კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა 89% ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% ან „სრულიად უჭერს მხარს“ ან „გარკვეულწილად უჭერს მხარს“ ბლოკში გაწევრიანებას.

მხარდაჭერა ოთხი პროცენტით არის გაზრდილი წინა კვლევებთან შედარებით, რაც IRI-ის შეფასებით, ყველა დროის მაქსიმალური შედეგია.

„აშკარად ნათელია, რომ ქართველებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გაგრძელება“, – განაცხადა სტივ ნიქსმა, IRI-ის ევრაზიის უფროსმა დირექტორმა.

მისი თქმით, „ახლა მთავრობის ლიდერებს ევალებათ, ხალხის საჭიროებები დააკმაყოფილონ.

ქართველების 79 პროცენტი ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლას იმ რუსებისთვის, რომლებიც არეგისტრირებენ ბიზნესს საქართველოში, ან ყიდულობენ ქონებას საქართველოში.

„ჩვენი გამოკითხვა ცხადყოფს აშკარა უკმაყოფილებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ბოლოდროინდელი ჩასვლის გამო. მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა ისეთი პოლიტიკით, რომელიც ხელს შეუშლის დაძაბულობის გაზრდას“, – განაცხადა ნიქსმა.

გამოკითხვა ასევე ხაზს უსვამს პოლიტიკური პარტიებისადმი რწმენის ნაკლებობას. ქართველების 42 პროცენტი ამბობს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შეესაბამება მათ ინტერესებს. ამავდროულად, კვლევამ აჩვენა, რომ 78% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდობა უნდა იყოს.

კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის პერიოდს მოიცავს.

გამოიკითხა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველო ევროკავშირის გაფართოების გეგმიდან გაქრა – საქართველო EU-ს მიღმა დარჩა | რას ამბობენ “ოცნებაში” და რას ამბობს ოპოზიცია

საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში კვლავ ყურადღების მიღმა რჩება. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მთავარი პრიორიტეტები და მომდევნო ეტაპები წარადგინა, თუმცა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა