მთავარითავდაცვა-შეიარაღებაუკრაინა (MAP)-ის გარეშე გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა - სად არის საქართველო?

უკრაინა (MAP)-ის გარეშე გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა – სად არის საქართველო?

პარასკევს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ შესაძლოა ნატოელი მოკავშირეები მზად არიან სამხედრო ალიანსში შესასვლელად, უკრაინას ზოგიერთი დაბრკოლება მოუხსნან. ეს განცხადება ვილნიუსის ნატოს სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე გაკეთდა.

„არის იმის მზარდი ნიშნები, რომ ამ საკითხზე შეთანხმებას ყველა შეძლებს,“ უთხრა პისტორიუსმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, როდესაც დაუსვეს კითხვა ცნობების შესახებ, რომ აშშ მზადაა უარი თქვას ფორმალურ საკანდიდატო პროცესზე, რაც წარსულში ზოგიერთ სხვა ქვეყანას მოეთხოვებოდა.

ხუთშაბათს „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა ცნობა, რომ შეერთებული შტატები იძლევა წინასწარ თანხმობას გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, დადგენილი გრაფიკის მიცემის გარეშე, შესაძლოა უკრაინის ნატოში მიღებას წინაღობები მოეხსნას.

გამოცემა ციტირებს მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც ამბობს, რომ ვაშინგტონი „კომფორტულად გრძნობს თავს“ ნატოს გენერალური მდივნის შეთავაზების თაობაზე, რომლითაც კიევს საშუალება მიეცემა, ალიანსის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP) გვერდი აუაროს.

პროცესის შემოკლებით, აშშ იმედოვნებს კიევის სამხედრო ალიანსში შესვლის შესახებ წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოებები აღმოფხვრას, იუწყება „ვაშინგტონ პოსტი“.

თუმცა გამოცემის თანახმად, უკრაინას მაინც მოეთხოვება რეფორმების გატარება და ამასთან უკრაინის ალიანსში შესვლის დრო დადგენილი არ იქნება.

2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, ალიანსმა განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო, ნატოს წევრები გახდებიან.

წყარო: amerikiskhma.com

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველო ევროკავშირის გაფართოების გეგმიდან გაქრა – საქართველო EU-ს მიღმა დარჩა | რას ამბობენ “ოცნებაში” და რას ამბობს ოპოზიცია

საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში კვლავ ყურადღების მიღმა რჩება. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მთავარი პრიორიტეტები და მომდევნო ეტაპები წარადგინა, თუმცა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა