პარასკევი, იანვარი 9, 2026
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებასკანდალი! საქართველოს ხელისუფლების უარი ამერიკელებს თანამედროვე იარაღის მოწოდებაზე და ამერიკული სამხედრო...

სკანდალი! საქართველოს ხელისუფლების უარი ამერიკელებს თანამედროვე იარაღის მოწოდებაზე და ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებაზე საქართველოში – ჩაშლილი მოლაპარაკებები

სრულად დადასტურდა რანდენიმე თვის წინ ჩემს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია თუ როგორ უთხრა მოლაპარაკებებზე საქართველოს მთავრობამ უარი ამერიკის შეერთებულ შტატებს შემოთავაზებულ მილიარდიან ყველანაირი უახლესი იარაღის, მათ შორის საჰაერო, სარაკეტო თავდაცვის, ასევე არტილერიის, ტანკებსა თუ სხვა ჯავშანმანქანებზე და რაც მთავარია მოლაპარაკების დაწყება საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსებაზე ყველანაირი არჭურვილობით, მათ შორის საჰაერო საშუალებების, რა დროსაც ქართულმა მხარემ რუსეთის არგაღიზიანების მოტივით ეს მოლაპარაკებები ჩაშალა და საქართველოს მოსახლეობა დატოვა რუსული სიკვდილის საფრთხის წინაშე.

უფრო მეტიც საქართველოს ხელისუფლებამ დააანონსა ყველაზე თანამედროვე და NATO-ს სტანდარტებით ვაზიანის სამხედრო ბაზის გაუქმება და მის ადგილზე ჩინური ინვესტიციით სამოქალაქო  აეროპორტის მშენებლობა, რაც პირველ რიგში საქართველოს დედაქალაქს დატოვებს სრულად დაუცველს და ჩამოანგრევს ქვეყნის თავდაცვას.
ვაზიანის სამხედრო ბაზა საშუალებას იძლევა სახვადასხვა სამხედრო წვრთნების: სასროლეთი, საარტილერიო, სატანკო, საპარაშუტო და ა.შ.

ამერიკული ბაზის განთავსება საქართველოში სრულად უზრუნველყოფდა მშვიდობის და მშვიდი ძილის გარანტიას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვერასოდეს გაბედავდა ოკუპანტი რუსეთი თავდასხმას, აქვე აღსანიშნავია, რომ ასეთ დაცულ ქვეყანაში იწყება და იზრდება ინვესტორების ინტერესი, რაც ეკონომიკის ერთი-ორად სწრაფ ზრდას ნიშნავს.

ქართულ-ამერიკული მოლაპარაკებები დაიწყო ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე თვით ადრე. ამერიკელებს ჰქონდათ ინფორმაცია რუსული აგრესიის შესახებ უკრაინაში და გადაწყვიტეს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, რაც ზემოთ უკვე ავღნიშნე.

​ეს ინფორმაცია დღეს “მთავარი არხის: ეთერში დაადასტურა ერთ~ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა, ასევე ეს ინფორმაცია აქვთ სხვა ქართველ ექსპერტებსაც. ინფორმაციის წყაროა აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური მრჩეველი, ხოლო მე ეს ინფორმაცია მოვიპოვე ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებისგან. 

წერს სოციალურ ქსელში, ყოფილი სამხედრო, აფხაზეთის ომის ვეტერანი, დევი გოლეთიანი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

44 სანქცირებული მოსამართლე (ჯამში 47) — „ოცნების“ მართლმსაჯულების მიღწევა 2025 წელს

დასავლეთის ქვეყნებმა 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელი და მოკავშირე დაასანქცირეს. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც „ოცნების“ რეპრესიების ფარგლებში განსჯიდნენ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა