შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიეკონომიკაოქროს ყველაზე დიდი რეზერვების მქონე ქვეყნები

ოქროს ყველაზე დიდი რეზერვების მქონე ქვეყნები

ქვეყნები ოქროს მარაგს რამდენიმე მიზეზის გამო ქმნიან. უპირველესად იმიტომ, რომ ოქრო სტაბილურ და საიმედო აქტივად განიხილება. გარდა ამისა, ოქრო ამა თუ იმ ქვეყნის ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით ისტორიულად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, განსაკუთრებით ფინანსური კრიზისების დროს. კიდევ ერთი მიზეზი არის დივერსიფიკაცია – ოქროს, როგორც მატერიალური აქტივის რეზერვებში შენახვით ქვეყნებს თავიანთი მთლიანი პორტფელის დივერსიფიკაცია შეუძლიათ, რაც სხვა აქტივების ღირებულების რყევებთან დაკავშირებული რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.

ოქროს მიმზიდველობას აძლიერებს მისი შებრუნებული კორელაცია აშშ-ის დოლართან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც დოლარის ღირებულება იკლებს, ოქროს ღირებულება იზრდება. ეს დინამიკა კი ცენტრალურ ბანკებს შესაძლებლობას აძლევს ბაზრის არასტაბილურობის პერიოდში თავიანთი რეზერვები დაიცვან.

გარდა ამისა, ოქროს მარაგების არსებობა აძლიერებს ქვეყნის კრედიტუნარიანობას და ასევე, მას მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსებში. ზოგიერთი ქვეყანა ოქროს სავაჭრო დისბალანსის მოსაგვარებლადაც იყენებს. მეტიც, ოქრო კრიზისების დროს ჰეჯის ფუნქციას ასრულებს. მისი ღირებულება ეკონომიკური ვარდნის ან გეოპოლიტიკური გაურკვევლობის დროს ხშირად იზრდება, ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის რისკებს ამცირებს.

ოქროს გლობალური საბჭოს მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტ – 8,133 ტონა ოქროს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ფლობს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 489 მილიარდი დოლარია. ეს რაოდენობა კი თითქმის იგივეა, რაც გერმანიის და იტალიის ერთად აღებული სავალუტო რეზერვების მოცულობა. ძვირფასი ლითონი აშშ-ის სპეციალურ საცავებში ინახება.

გერმანია მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, რომელიც 3 352 ტონა ოქროს ფლობს, რისი ღირებულებაც თითქმის 202 მილიარდ დოლარს აღწევს. იმის შიშით, რომ ცივი ომის დროს ოქრო საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ არ მოქცეულიყო, მარაგები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებშია გადანაწილებული, სადაც საგანგებოდ ინახება. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანია ოქროს ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში, ინგლისის ბანკში და საფრანგეთის ბანკშიც ინახავს.

მესამე ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ოქროს ფლობს იტალიაა. ამ ქვეყნის შემთხვევაში ოქროს მოცულობა 2 452 ტონას შეადგენს, ხოლო ღირებულებითი მაჩვენებელი 147 მილიარდ დოლარს აღემატება.

იტალიას მოჰყვება საფრანგეთი, რომელიც 2 436 ტონა ოქროს ფლობს. ამ მოცულობის ოქროს საბაზრო ღირებულება კი 146 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ოქროს დიდი ნაწილი საფრანგეთში სავარაუდოდ 1950-იან და 1960-იან წლებში შეიძინეს და როგორც სხვადასხვა წყარო ირწმუნება, ოქროს უმეტესი ნაწილი პარიზის ბანკის სარდაფებში ინახება

140 მილიარდი დოლარის ღირებულების, 2 332 ტონა ოქროს ფლობს რუსეთი. ქვეყანამ ბოლო წლებში ოქროს მარაგების გასაზრდელად 40 მილიარდი დოლარი დახარჯა და რეიტინგში ჩინეთს გაუსწრო. ამ გადაწყვეტილებით რუსეთი აშშ-ზე ნაკლებად დამოკიდებული გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მას აქვს მილიარდი დოლარის ოქროს მომპოვებელი ინდუსტრია, რაც ნიშნავს, რომ ლითონებით მდიდარი ქვეყანა იმპორტზე ნაკლებად არის დამოკიდებული.

რაც შეეხება ჩინეთს, მას მარაგებში 2 191 ტონა, 131 მილიარდი დოლარის ოქრო აქვს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთი მსოფლიოში ოქროს უმსხვილესი მწარმოებელიც არის. მსოფლიოს მეორე ეკონომიკაზე გლობალურად მოპოვებული ოქროს 12%-ი მოდის.

იმ ათ ქვეყანას შორის, რომელსაც ოქროს ყველაზე დიდი რეზერვი აქვს, ასევე პოზიციონირებს:

შვეიცარია – 1 040 ტონა, $62.5 მლრდ
იაპონია – 846 ტონა, $50.8 მლრდ
ინდოეთი – 800 ტონა, $48.1 მლრდ
ნიდერლანდები – 612 ტონა, $36.8 მლრდ

ლიკა მეგუთნიშვილი

წყარო: bm.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა