ორშაბათი, მაისი 6, 2024
Google search engine
მთავარიეკონომიკარა ღირს ცხოვრება საქართველოში - Numbeo-ს ინდექსი

რა ღირს ცხოვრება საქართველოში – Numbeo-ს ინდექსი

საქართველოში ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, საცხოვრებლის ქირის გარეშე, 5,679 ლარია, ხოლო ერთი ადამიანის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 1,580 ლარს შეადგენს. მონაცემებს პორტალი Numbeo ავრცელებს, რომელიც ცხოვრების ღირებულების შესახებ მსოფლიოში ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზაა.

Numbeo-ს მიხედვით, დედაქალაქში ცხოვრება შედარებით ძვირია. კერძოდ, თბილისში ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 6,027.5 ლარს შეადგენს, ხოლო ერთი ადამიანის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი 1,669 ლარია.

Numbeo-ს რეიტინგში თბილისის ცხოვრების ღირებულების ინდექსი 38.4-ია და სიძვირის მიხედვით 415 ქალაქიდან სიაში ის 287 ადგილზეა.

რაც შეეხება მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს, სომხეთში ცხოვრების ღირებულება, საქართველოსთან შედარებით, საშუალოდ, 12,4%-ით მეტია. კერძოდ, ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 6,446 ლარია, ხოლო ერთი ადამიანის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი 1,818 ლარს შეადგენს.

დედაქალაქ ერევანში ცხოვრების ღირებულება, თბილისთან შედარებით, 8,6%-ით ძვირია. ერევანში ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 6,682 ლარი, ხოლო ერთი ადამიანის სავარაუდო თვიური ხარჯი 1,876 ლარია.

ერევნის ცხოვრების ღირებულების ინდექსი 41.7-ია და ამდენად, თბილისთან შედარებით, Numbeo-ს სიაში სიძვირით უფრო ზევით, 270-ე ადგილზეა.

სამხრეთ კავკასიაში ყველაზე იაფი ცხოვრება აზერბაიჯანშია. ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება, საქართველოსთან შედარებით, საშუალოდ, 10,4%-ით დაბალია. კერძოდ, ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 5,201 ლარია, ხოლო ერთი ადამიანის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი 1,446 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ბაქოს, ცხოვრების სიძვირით აზერბაიჯანის დედაქალი, თბილისთან შედარებით, ასევე, 12.0%-ით იაფია. მაგალითად, ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი ბაქოში 5,442 ლარს, ხოლო ერთი ადამიანის სავარაუდო თვიური ხარჯი 1,510 ლარს შეადგენს. თუმცა თბილისისა და ერევნის მსგავსად, ბაქოში ცხოვრებაც, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან შედარებით, უფრო ძვირია.

ცხოვრების სიძვირით ბაქოს ინდექსი არის 33.8 და Numbeo-სიაში, თბილისთან და ერევანთან შედარებით, ის გაცილებით დაბლა, 327-ე ადგილზეა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

წყარო: www.bpn.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს მიწვევაზე, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად” – აშშ-ის ელჩი

აშშ-ის საელჩო ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიწვევის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა