შაბათი, აპრილი 20, 2024
Google search engine
მთავარიეკონომიკასაქართველოში საშუალო ხელფასი ლუქსემბურგთან შედარებით 10-ჯერ, ბალტიის ქვეყნებთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია -...

საქართველოში საშუალო ხელფასი ლუქსემბურგთან შედარებით 10-ჯერ, ბალტიის ქვეყნებთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია – როგორია საათობრივი ანაზღაურება ევროპის ქვეყნებში

ევროპაში ყველაზე მაღალი საათობრივი ანაზღაურება – საათში 47 ევრო, ლუქსემბურგშია. ლუქსემბურგს ასევე აქვს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე. სამეულშია სკანდინავიის ქვეყნები – დანია და ნორვეგია. ყველაზე დაბალი ხელფასი კონტინენტზე კი ბულგარეთშია.

ევროპის მასშტაბით საათში არსებულ საშუალო ხელფასის რუკას Visual Capitalist-ი Eurostat-̉ის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს. რუკაზე რაც უფრო ლურჯია ქვეყანა, მით უფრო დაბალია საათობრივი ანაზღაურება და პირიქით, რაც უფრო ღია ელფერისაა, მით უფრო მაღალია საათობრივი ხელფასი.

Visual Capitalist-ის რუკაზე საქართველო არ მოხვდა, თუმცა საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 044.5 ლარი იყო, რაც საათში 12.7 ლარი (4.4 ევრო) გამოდის. ეს კი ლუქსემბურგის საშუალო საათობრივ ანაზღაურებასთან შედარებით 10-ჯერ, ბულგარეთთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ცოტაა, ხოლო ბალტიის ქვეყნებთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია.

Visual Capitalist-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპას უფრო მაღალი საშუალო ხელფასი აქვს, ვიდრე სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპას, რაც ასახავს განსხვავებებს ეკონომიკაში, სიმდიდრესა და ცხოვრების ღირებულებაში.

ქვეყანა / საშუალო ხელფასი (€/საათი)

ლუქსემბურგი – 47,2 ევრო/საათში;

დანია – 42.0 ევრო/საათში;

ნორვეგია – 41,7 ევრო/საათში;

ისლანდია – 39,5 ევრო/საათში;

ბელგია 36,3 – ევრო/საათში;

ირლანდია – 33,3 ევრო/საათში;

ნიდერლანდები – 33.0 ევრო/საათში;

გერმანია – 31,6 ევრო/საათში;

ფინეთი – 30,5 ევრო/საათში;

ავსტრია – 30.0 ევრო/საათში;

საფრანგეთი – 28,7 ევრო/საათში;

შვედეთი – 26,3 ევრო/საათში;

იტალია  – 21,5 ევრო/საათში;

ესპანეთი 18,2 ევრო/საათში;

კვიპროსი 16,3 ევრო/საათში;

ლიეტუვა – 14.0 ევრო/საათში;

მალტა – 14,0 ევრო/საათში;

პორტუგალია – 13,7 ევრო/საათში;

ჩეხეთი  – 13,6 ევრო/საათში;

ესტონეთი – 13,6 ევრო/საათში;

ხორვატია – 12,7 ევრო/საათში;

საბერძნეთი – 12,6 ევრო/საათში;

სლოვაკეთი – 12,5 ევრო/საათში;

პოლონეთი – 11,9 ევრო/საათში;

უნგრეთი – 11.0 ევრო/საათში;

ლატვია – 10,7 ევრო/საათში;

რუმინეთი – 10,4 ევრო/საათში;

ბულგარეთი – 8,1 ევრო/საათში.

Visual Capitalist-ი წერს, რომ ხელფასის შესახებ ინფორმაციის არქონის გამო სიაში არ მოხვდა ბრიტანეთის, შვეიცარიის, ანდორას, სან-მარინოს, მონაკოს, ვატიკანის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და ლიხტენშტაინის მონაცემები.

მაკა ბიბილაშვილი

წყარო: commersant.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

უნიკალური შანსი, რომელიც საქართველომ გაუშვა

სამვარსკლვიანმა გენერალმა, ნატოს ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა BILD-თან ინტერვიუში საქართველოს შესახებაც ისაუბრა: " სამწუხაროდ საქართველომ გაუშვა უნიკალური შანსი გადაირაღების ბოლო 2 წელიწადში. საქართველოს ხელისუფლებამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა