მთავარითავდაცვა-შეიარაღებაNATO - ერთგული დამცველი - NATO-ს აღმოსავლეთ საზღვერბზე უპრეცედენტო სამხედრო სწავლება იწყება

NATO – ერთგული დამცველი – NATO-ს აღმოსავლეთ საზღვერბზე უპრეცედენტო სამხედრო სწავლება იწყება

NATO-ს აღმოსავლეთ საზღვერბზე უპრეცედენტო სამხედრო სწავლება იწყება, რომლის მსგავსიც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ცივი ომის დასრულების შემდეგ აღარ გაუმართავს. მიზეზი კი სწორედ პუტინის ნეოიმპერიალისტური ზრახვებია. ევროპის არაერთი ანალიტიკოსი და პოლიტიკური ლიდერი საკუთარ მოქალაქეებს პირდაპირ მოუწოდებს, გააუმჯობესონ სამხედრო მზადყოფნა, თუკი კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნება უნდათ.

გერმანულმა BILD-მა გამოაქვეყნა არასრული სცენარი იმისა, რას აპირებს პუტინი, თუკი უკრაინაში მეტნაკლები გაგებით სამხედრო წარმატებას მიაღწევს. თუ ეს პირობა დაკმაყოფილდა, შემდეგი სამიზნე სუვალკის დერეფანია, ვიწრო ზოლი, რომელიც კალინინგრადის მხარეს ბელარუსთან აკავშირებს და გერმანული გამოცემა წერს, რომ პუტინს შესაბამისი მობილიზაციის გეგმაც უკვე აქვს.

მაგრამ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, პირველი: უკრაინაში რუსეთი უნდა დამარცხდეს და მეორე: NATO-მ უნდა აჩვენოს, რომ კრემლს უმკაცრეს პასუხს გაცემს. 

NATO-ს უპრეცედენტო სწავლება აჩვენებს, რომ საჭიროების შემთვევაში რუსეთს უმკაცრეს პასუხს გასცემს. მაგრამ სწავლების სცენარმა, რომელიც თავის მხრივ სადაზვევრვო ინფრომაციას ეყრდნობა, კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა დასავლეთში – რაოდენ მნშვნელოვანია ახლა უკრაინის დახმარება.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის (AoB) შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა