ხუთშაბათი, მარტი 12, 2026
Google search engine
მთავარისპორტიფიგურულ ციგურაობაში გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას დუეტმა ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება...

ფიგურულ ციგურაობაში გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას დუეტმა ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში სპორტული წყვილები ჩაერთვნენ. საქართველოს სახელით გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას დუეტმა იასპარეზა და ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.

მათ 23 სპორტული წყვილიდან 5 ქვეყნის წარმომადგენლებს გადაასწრეს და 67.08 ქულით მოკლე პროგრამაში გამოსვლა მე-18 ადგილზე დაასრულეს. რევიასა და კაზაკოვას წყვილმა ყველა ელემენტი შეასრულა და ლიეტუვის, იაპონიის, გერმანიის, უკრაინისა და სომხეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს აჯობა.

ფიგურულ ციგურაობაში ფინალური ეტაპი 14 თებერვალს ჩატარდება. 20 საუკეთესო წყვილი მედლებისთვის იბრძოლებს. თავისუფალი პროგრამა თბილისის დროით 05:15 საათზე დაიწყება.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

წამება, დევნა, ძალადობა, დაუსჯელობა და ჰააგა – რა წერია ეუთო/ოდირის ანგარიშში

10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა