სამშაბათი, მარტი 3, 2026
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაქვეყნის მთავარი სტრატეგიული სამხედრო თავდაცვითი ობიექტი, ანუ დედაქალაქის ფარი, რომელსაც ხელისუფლება გაუქმებას...

ქვეყნის მთავარი სტრატეგიული სამხედრო თავდაცვითი ობიექტი, ანუ დედაქალაქის ფარი, რომელსაც ხელისუფლება გაუქმებას უპირებს

ქვეყნის მთავარი სტრატეგიული სამხედრო თავდაცვითი ობიექტი, ანუ დედაქალაქის ფარი, რომელსაც ხელისუფლება გაუქმებას უპირებს | ვაზიანი „ანაკლია ორი“

კიდევ ერთი უმძიმესი დარტყმა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის რუსი ოლიგარქის კოლაბორანტმა ხელისუფლებამ ვაზიანში დააანონსა და ის აეროპორტის აშენება გადაწყვიტა, რაც უმძიმესი დარტყმაა ნატო-საქართველოს შემდგომ ურთიერთობაზე.

ღიად უნდა ითქვას, რომ ეს პირდაპირი საბოტაჟია და მკაფიო უარი ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების ოჯახში საქართველოს გაწევრიანებაზე.

ვაზიანი არის უნიკალური ადგილი სადაც ნატო საქართველოს შტაბი მდებარეობს, სადაც შესაძლებელია გაიმართოს, საარტილერიო, სატანკო, საპარაშუტო და ყველანაირი წვრთნების ჩატარება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რაც უკვე დღეის მდგომარეობით და ე.წ. ხელისუფლებისგან დაანონსებული ინიციატივით განადგურების გეგმის ნაწილია.

ამ სამხედრო დანიშნულების ობიექტს ჩვენი პარტნიორები აშშ და ნატო ქვეყნის თავდაცვისთვის უნიკალურად მიიჩნევენ. ამერიკელებს შემოთავაზებაც კი ქონდათ აქ საქართველოსთვის ძლიერი სამხედრო საჰაერო ბაზა აეშენებინათ, მათივე მონაწილეობით, რაზეც სამშობლოს მოღალატე, რუსმა ოლიგარქმა და მისმა მონა ხელისუფლებამ რუსეთის დავალებით უარი განუცხადა.

ამ ობიექტის დანგრევა უკიდურესად ასუსტებს საქართველოს უსაფრთხოებას და უკიდურესად დაუცველს ხდის მტრის თავდასხმის შემთხვევაში.

ქალაქი და განსაკუთრებით დედაქალაქი, რომელთანაც თუნდაც ახლოს სამხედრო ბაზა არ არსებობს ის დაუცველია, ეს ანბანური ჭეშმარიტებაა.

ამ ბოლო დროს საქართველოს ორი ძალიან მძიმე დარტყმა მიადგა რუსეთის პირდაპირი ინსტრუქციით ქართულ სახელმწიფოს ერთი ეკონომიკური თვალსაზრისით “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის” მშენებლობის ჩაშლით, რაც რუსული გეგმის მიხედვით ან რუსი ბიზნესმენების ან რუსეთის ჩინელი პარტნიორების ხელში უნდა გადავიდეს და მეორე ქართული სახელმწიფოს თავდაცვის და უსაფრთხოების სრული განადგურებით ვაზიანში.

ერთსაც დავამატებდი, ნატოს ფარი და საქართველოს ამ ოჯახში წევრობა, რაც უფრო მარტივია, არის უფრო დიდი გარანტია ევროკავშირში წევრობის, მარტივი მიზეზის გამო, ქვეყანა უფრო დაცულია და უსაფრთხო.

P.S. თუ ეს სასიკვდილო დარტყმები სასწრაფოდ არ შევაჩერეთ გარდაუვალია ქვეყნის განადგურებაც და ერისაც, აღარ ვსაუბრობ ევროკავშირში წევრობის პრესპექტივაზეც კი.

დევი გოლეთიანი

ყველა რეაქცია

4თქვენ, ექიმი ოფთალმოლოგი, ლუკა ქველი და 1 სხვა

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – რა წერია ევროპის მედიის თავისუფლების ანგარიშში

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. პლატფორმა აღნიშნავს, რომ მათ სულ 32 შეტყობინება...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა